დასახელება:
სამედ. მარაგებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების სპეციალ.
|
მომწოდებელი:
საქართველოს კლინიკები
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 03 სექტემბერი
|
"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
"საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.
შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!
"საქართველოს კლინიკები" აცხადებს სამედიცინო მარაგებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.
სამუშოს ადგილმდებარეობა: სათავო ოფისი, თბილისი, ს.ცინცაძის N24ა.
სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00.
ძირითადი მოვალეობები:
** სამედიცინო მარაგებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების დაგეგმვა, კოორდინაცია და განხორციელება ორგანიზაციის საჭიროებების შესაბამისად;
** მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი და სპეციფიკიდან და მოცულობიდან გამომდინარე, შესაბამისი შესყიდვების ტიპის წარმართვა
** კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, მოლაპარაკების წარმოება და მომწოდებლებთან ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება;
** შესყიდვების პროცესების სრული დოკუმენტირება და ბიუჯეტის კონტროლი;
** ტენდერების ან პირდაპირი შესყიდვების პროცედურების ადმინისტრირება კომპანიაში მოქმედი პოლიტიკის შესაბამისად;
** მომწოდებლებთან კომუნიკაცია, ხარისხის მონიტორინგი და საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;
** მიმდინარე შესყიდვების სტატუსის მუდმივი მონიტორინგი და დროული მიწოდების უზრუნველყოფა;
** სხვადასხვა განყოფილებებსა თუ ბიზნეს ერთეულებთან თანამშრომლობა საჭიროებების განსასაზღვრისა და სპეციფიკაციების დაზუსტების მიზნით;
** შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობის შეფასება, გარკვეული პერიოდულობით, შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშების, ანალიზების და რეკომენდაციების მომზადება.
ვაკანსიის მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მიმართულებით;
** სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (განსაკუთრებით MS Excel);
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.
პირობები და ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Snap Fitness და Lumos Yoga-ბენეფიტი;
** "საქართველოს კლინიკების", "ვიანის" და "ევექსის" ქსელის ნებისმიერ დაწესებულებაში გეგმური ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოსტიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევები ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, 50%-იანი თანაგადახდით;
** მედიკამენტები და პარაფარმაციის პროდუქტები 15-30% -იანი ფასდაკლებით ჯიპისისა და ფარმადეპოს ქსელში;
** ულიმიტო სტომატოლოგიური მომსახურება "ნიუ-დენტში";
** ლაბორატორიული კვლევები "მეგალაბში" 50%-იანი ფასდაკლებით;
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 სექტემბერი 2025
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gc_hr@clinics.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სამედიცინო მარაგებისა და სახარჯი მასალების შესყიდვების სპეციალისტი".
საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;
2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.
3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).
4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.
5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.
|
|
|
|