Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659518&print=yes&view=jobs
 
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: სქაიტელი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტ პროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებს და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე 1 წლით (დეკრეტის შემცვლელი).

დასაქმების ადგილი - თბილისი, გურამიშვილის გამზირი, #23ა
დაქვემდებარება - მთავარი ბუღალტერი
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ -18:00 სთ (1 სთ შესვენება)
ანაზღაურება - ფიქსირებული 2, 000.00 ლარი (NET)
გამოსაცდელი ვადა - 3 თვე (ანაზღაურებადი)

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass (კორპ. პირობებით)
** ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
** კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარაგების შესყიდვის ასახვა პროგრამაში;
** მარაგების შიდა მოძრაობის უზრუნველყოფა და ასახვა პროგრამაში;
** გადარიცხვების დამუშავება და მომზადება გადარიცხვისთვის;
** ბანკის ამონაწერის გატარება და ასახვა პროგრამაში;
** კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების, ან ეკონომიკის მიმართულებით)
** სამუშაო გამოცდილება - იგივე, ან მსგავსს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება

ცოდნა:

** აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა
** RS პორტალზე მუშაობის გამოცდილება
** Excel
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია ERP სისტემით)

უნარები და შესაძლებლობები:

** მონაცემებთან მუშაობის და ანალიზის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი

პიროვნული მახასიათებლები:

** პუნქტუალური
** შრომისმოყვარე

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@Skytel.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბუღალტერი"

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია