Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659433&print=yes&view=jobs
 
სავარჯიშო დარბაზის დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავარჯიშო დარბაზის დიასახლისი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო / ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ სავარჯიშო დარბაზის დიასახლისს და მისი ფუნქციები იქნება:

** სავარჯიშო დარბაზის ტერიტორიის დასუფთავება არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** სავარჯიშო დარბაზის სველი წერტილების დალაგება/დასუფთავება;
** სავარჯიშო ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ კი გთავაზობთ:

** ულიმიტო სამგზავრო ბარათს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელზე ასაღები);
** სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, საბურთალო, მ.თამარაშვილის 13ი.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2024 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია