დასახელება:
კატეგორიის მენეჯერების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
გამოქვეყნდა: 20 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ კატეგორიის მენეჯერების ხელმძღვანელს.
"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
კატეგორიის მენეჯერების ხელმძღვანელის ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** კატეგორიის მენეჯერების გუნდის ხელმძღვანელობა, მათი განვითარება და მხარდაჭერა;
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი და პროდუქტის პორტფელის ეფექტური მართვა;
** მომწოდებლებთან სტრატეგიული მოლაპარაკებები და სასურველი პირობების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების და მომგებიანობის ზრდაზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღება.
ჩვენს გუნდში ვეძებთ კატეგორიის მენეჯერების ხელმძღვანელს, რომელსაც აქვს:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კატეგორიის მართვის მიმართულებით ტექნიკის საცალო ვაჭრობის სფეროში (სასურველია ხელმძღვანელ პოზიციაზე);
** გუნდური და სტრატეგიული ლიდერობის გამოცდილება;
** ბაზრის ღრმა ანალიზის, მომგებიანობისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა საქმიანი ურთიერთობის წარმოებისთვის;
** MS Office - პროგრამების ცოდნა.
რას გთავაზობთ?
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ონიაშვილის #2;
** სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი);
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00;
** ფიქსირებული ანაზღაურება + ბონუსური სისტემა
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day OFF.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 19 სექტემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერების ხელმძღვანელი").
გისურვებთ წარმატებას!
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|