დასახელება:
მარკეტინგის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ტოიოტა ცენტრი ბათუმი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილ კომპანიაში "ტოიოტა ცენტრი ბათუმის" გუნდში მარკეტინგის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** კომპანიის (მის პორტფელში შემავალი) ბრენდებისა და მიმართულებების მარკეტინგული მიზნების განსაზღვრა;
** საერთო მარკეტინგული სტრატეგიის შესაბამისად კომპანიის სამოქმედო გეგმის აღსრულება შესაბამისი ვადების დაცვით;
** დაგეგმილი აქციების საკომუნიკაციო არხებში გაშვება;
** უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ბრენდების მარკეტინგული გეგმის შედგენა და მის შესაბამისად ბრენდის წარმომადგენელ კომპანიებთან კომუნიკაციის პროცესის წარმართვა;
** ბრენდის წარმომადგენელ კომპანიებთან რეპორტინგი კრედიტ ნოტების მოზიდვის მიზნით;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, შესრულება და შედეგების ანალიზი;
** მარკეტინგული აქტივობების გეგმის გაწერა და შესრულების კონტროლი;
** კომპანიის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა.
** სოც.მედია ქონთენთის განსაზღვრა და მონიტორინგი;
** საიტების კონტენტის მონიტორინგი, SEO მარკეტინგში ჩართულობა;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაინიცირებული სხვა დავალებების შესრულება, რომელიც აზუსტებს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ცალკეულ გარემოებებს და რომლებიც არ ცვლის შრომითი ხელშეკრულების არსებით პირობებს.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
კრეატიულობა;
დროის ეფექტურად მართვის უნარი;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** გაქვს უმაღლესი განათლება მარკეტინგის/მომიჯნავე პროფესიული მიმართულებით;
** ფლობ უცხო ენას;
** გაქვს ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს მარკეტინგული სტრატეგიების მართვის გამოცდილება;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1909
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|