Робота для біженців з України
მიღება-განთავსების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიღება-განთავსების აგენტი
მომწოდებელი: სასტუმრო Hilton Batumi
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
სასტუმრო "ჰილტონ ბათუმი" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების აგენტის პოზიციაზე.

"ჰილტონში" ყველა პოზიცია უქმნის სტუმარს საუკეთესო გამოცდილებას.

"ჰილტონში", მნიშვნელოვანია, სად გაჩერდები, თუმცა ეს მხოლოდ ამბის ერთი ნაწილია. ჩვენ ვიცით, რომ ასობით ადამიანი მუშაობს, იმისათვის, რათა სტუმრის დარჩენა ჰილტონში გახადოს განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი; ჰილტონში მომუშავე ყველა პოზიციის უკან დგას განსაკუთრებული პიროვნება, გუნდის წევრი, რომელიც სტუმრის ყოველ დარჩენას დღესასწაულად აქცევს. სწორედ ამიტომაც არის ჰილტონში, ყველა პოზიცია მნიშვნელოვანი.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და შემდგომ გაცილება;
** სტუმრებისათვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრების, ტარიფების და სასტუმროში არსებული სხვა სერვისების შესახებ;
** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა;
** სტუმრების სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება
** სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** სტუმართმოყვარეობა
** ღიმილი
** თავაზიანობა
** ინგლისური და ქართული ენების გამართულ დონეზე ცოდნა, როგორც ზეპირი ასევე წერილობითი
** გუნდში მუშაობის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** მოქნილობა
** PMS პროგრამა "Opera"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** საუკეთესო სამუშაო გარემო
** სტაბილურობა
** კონკურენტული ანაზღაურება
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდა
** დაფასება და აღიარება
** სამედიცინო დაზღვევა
** კვება
** ტრანსპორტირება
** GO HIlTON-ის სამოგზაურო პროგრამაში ჩართვა თანამშრომლის სტატუსით
** სასტუმრო ჰილტონ ბათუმში 50%-იანი ფასდაკლება რესტორნებსა და სპაში

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: BUSBT_Batumi_Career@hilton.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "შპს.ტურინვესტი-სასტუმრო ჰილტონ ბათუმი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე