Робота для біженців з України
პროდუქტების და პროექტების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტების და პროექტების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: Ilaria
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ ინოვაციურ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია ILARIA ეძებს " პროდუქტების და პროექტების განვითარების მენეჯერს " პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ჩართულია სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით.

პოზიცია: პროდუქტების და პროექტების განვითარების მენეჯერი

სამუშაოს ადგილი: ქ. თბილისი, გამრეკელის N19
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 1

მისია და როლი: პროდუქტების და პროექტების განვითარების მენეჯერი პასუხისმგებელია სადაზღვევო პროდუქტების სრულ სასიცოცხლო ციკლზე - იდეის გენერირებიდან, კვლევა-განვითარების ეტაპიდან, ბაზარზე გაშვებიდან და შემდგომი მონიტორინგიდან მათ ოპტიმიზაციამდე. მისი მთავარი მიზანია შექმნას ინოვაციური და კონკურენტუნარიანი პროდუქტები, რომლებიც პასუხობენ ბაზრის მოთხოვნებს და აძლიერებენ კომპანიის პოზიციებს.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ბაზრის კვლევა: ბაზრის ტენდენციების, კონკურენტების პროდუქტებისა და მომხმარებელთა საჭიროებების მუდმივი ანალიზი;
** პროდუქტის კონცეფციის შექმნა: ახალი სადაზღვევო პროდუქტების იდეების გენერირება, მათი პოტენციალის შეფასება და დეტალური კონცეფციების შემუშავება;
** არსებული პროდუქტების განახლება, მათი მოდერნიზაცია და ბაზრის მოთხოვნებისთვის მორგება;
** განვითარება და დანერგვა: სხვადასხვა დეპარტამენტთან (ანდერაიტინგი, გაყიდვები, მარკეტინგი, იურიდიული) თანამშრომლობა პროდუქტის შემუშავების, ფასწარმოქმნის, პოლისის ტექსტისა და დანერგვის სტრატეგიის შესაქმნელად;
** პროექტების მართვა : პროდუქტების განვითარების პროცესის მართვა, ვადების კონტროლი და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება;
** მონიტორინგი და ნალიზი: არსებული და ახალი პროდუქტების ეფექტურობის რეგულარული მონიტორინგი, გაყიდვების, მომგებიანობისა და სადაზღვევო ზარალის ანალიზი;
** ოპტიმიზაცია: პროდუქტების პორტფელის გაუმჯობესება, არსებული პროდუქტების მოდიფიკაციით ან/და ახალი ფუნქციონალის დამატებით, ბაზრის ცვალებადი მოთხოვნების შესაბამისად;
** სხვადასხვა ბენეფიტების მოზიდვა პორტფელში არსებული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად;
** კომუნიკაცია და ტრეინინგი: გაყიდვების გუნდისთვის ახალი პროდუქტების შესახებ ტრეინინგების ჩატარება და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** შეთავაზებების მომზადება/ შექმნა ლოიალურობის სისტემის ფარგლებში - როგორც სეგმენტურად, ასევე ინდივიდუალური მომხმარებლებისთვის;
** მომხმარებელთა სეგმენტაცია აქტიური ქოლ ცენტრის ოპერატორებთან გაყიდვების მიმართულებით მუშაობა/ ქროს სელინგის მიმართულება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან მარკეტინგის სფეროში.
** მინიმუმ 3 წელი სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების, პროექტების მართვის ან დაკავშირებულ პოზიციაზე. (სასურველია გამოცდილება სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში).
** MS Office -ის პროგრამების Excel, Power Point, მაღალ დონეზე ცოდნა.
** Jira, Trello, Microsoft Project ან სხვა პროექტის სამართავი პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი მოთხოვნები:

** სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება;
** პროექტების მართვის უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მოწესრიგებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "პროდუქტების და პროექტების განვითარების მენეჯერს".

გისურვებთ წარმატებას!

1. თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
3. გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
4. გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
5. თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე