Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659150&print=yes&view=jobs
 
ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სახლი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
კომპანია და მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" 2009 წლიდან ერთგულად ემსახურება მომხმარებელს, 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღეის მდგომარეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით 210-მდე ფილიალით და 1500-ზე მეტი თანამშრომლით არის წარმოდგენილი. კომპანიისთვის თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ზრდა და განვითარება დღიდან დაარსებისა მთავარი ღირებულებაა.

"სუფთა სახლი" მომხმარებელს მრავალფეროვან თავისა და სახლის მოვლის საშუალებებსა და პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში ხელმისაწვდომია მრავალფეროვანი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია, პირადი ჰიგიენის ნივთები, სარეცხი და საწმენდი საშუალებები, წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტული ფასი, გამორჩეულად საინტერესო აქციები და მომსახურება.

გაგვიცანი უფრო ახლოს: https://www.ch.ge/

ამჟამად, მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლის" ონლაინ მაღაზია აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქსნის ქუჩა 36
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00
ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად

ფუნქცია-მოვალეობები:

** ციფრული სარეკლამო კამპანიების (Google Ads, Facebook Ads, Instagram Ads, TikTok Ads) დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია
** სოციალური მედია პლატფორმებზე (Facebook, Instagram, TikTok, LinkedIn) რეკლამების მართვა და კონტენტის სტრატეგიის შემუშავება
** მიზნობრივი აუდიტორიის სეგმენტაცია, მონაცემთა ანალიზი და შედეგების მიხედვით კამპანიების კორექტირება
** SEO ოპტიმიზაცია
** გაყიდვების, ტრაფიკის და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი Google Analytics, Meta Pixel, CRM და სხვა ხელსაწყოებით
** მეილ და SMS მარკეტინგული კამპანიების შექმნა, ავტომატიზაცია და მომხმარებელთა ჩართულობის გაზრდა
** A/B ტესტირება სხვადასხვა სარეკლამო მასალაზე, კონტენტზე და ლენდინგ გვერდებზე კონვერსიის გასაუმჯობესებლად
** საიტზე სააქციო პროდუქტების გამოყოფა, ატვირთვა, განახლება და აქციების მონიტორინგი
** ბიუჯეტის განაწილება და მარკეტინგული ხარჯების ოპტიმიზაცია
** კონკურენტული ანალიზი, ბაზრის ტენდენციების რეგულარული კვლევა და მარკეტინგული სტრატეგიების ადაპტირება
** მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, პრობლემების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების გეგმების შემუშავება
** ციფრული რეკლამების შედეგების ანალიზი და მარკეტინგული სტრატეგიების მუდმივი გაუმჯობესება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** Microsoft Office-ის კარგად ცოდნა;
** Facebook Ads საფუძვლიანი ცოდნა (Blueprint ჩაითვლება უპირატესობად);
** Google Ads ცოდნა - Upper-Intermediate level.

დამატებითი უნარები:

** პასუხისმგებლობიანი;
** ორგანიზებული;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** მზარდი შრომითი ანაზღაურება;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი".

მაღაზიათა ქსელი "სუფთა სახლი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც სს "სუფთა სახლისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, სს "სუფთა სახლში" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების სს "სუფთა სახლისათვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "სუფთა სახლ"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია