დასახელება:
ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
Wilckens Georgia
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"ვილკენს საქართველო" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ხელმძღვანელის (Head of Administration) პოზიციაზე.
კომპანია არის გერმანული საღებავების მწარმოებელი კომპანია "ვილკენს"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
სამუშაოს აღწერილობა:
** კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის შემუშავება და წარდგენა;
** დამტკიცებული სტრატეგიის განხორციელება, მონიტორინგი და რეპორტინგი;
** ხარჯების ოპტიმიზაცია და სწორი გადანაწილება;
** გაყიდვის ზრდის სტიმულირება და ხელშეწყობა;
** მარაგების მუდმივი კონტროლი;
** წლიური გაყიდვების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
** ბუღალტრული ოპერაციების მუდმივი კონტროლი;
** ფინანსური რეპორტების ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება;
** კადრების მართვა და გუნდის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ბაზრის შესწავლა და კონკურენტების მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი.
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგი/მენეჯმენტი, ფინანსების, ეკონომისტის ან/და მომიჯნავე პროფესიის მიმართულებით;
** გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული;
** მენეჯერული უნარ- ჩვევები;
** მშვიდი, პოზიტიური და კრეატიული;
** კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
პოზიციის ბენეფიტები:
** სასიამოვნო და კომფორტული სამუშაო გარემო;
** საქმიანი მივლინებები გერმანიაში;
** კვალიფიკაციის შესაბამისი მზარდი ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: info@wilckensgeorgia.ge.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|