Робота для біженців з України
ოფის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფის მენეჯერი
მომწოდებელი: ჯიენეს კომპანი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
თუ ხართ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდით ჩვენს გუნდს ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ?

"ჯიენეს კომპანი" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 10 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით.

რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები? გაყიდვების მენეჯერის ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური საცალო და კორპორაციულ მომხმარებელთან კომუნიკაციას, პროდუქტების შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას.

რას გთავაზობთ?

** მზარდ ანაზღაურებას - შედეგებთან ერთად მზარდი ფიქსირებული ანაზღაურება
** პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლებით გაყიდვების ტექნიკებს
** კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

რა გვჭირდება თქვენგან?

ჩვენ არ ვითხოვთ განათლების ხარისხს და სამუშაო გამოცდილებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ინტერესი გაყიდვების სფეროს მიმართ, სურვილი ისწავლოთ, განვითარდეთ და მიაღწიოთ მიზნებს, დანარჩენს კი ჩვენ გასწავლით.

სამუშაო პირობები:

** სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ნუცუბიძის 153;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 800 ლარი + ბონუსი

მზად ხართ ახალი გამოწვევებისათვის? გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: gnscompany444@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე