დასახელება:
ბრენდ მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ბრენდ მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** ბრენდის სტრატეგიულ დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა;
** ბაზრის ტენდენციების, სამომხმარებლო ქცევისა და კონკურენტული გარემოს კვლევა;
** კომპანიის გაყიდვების მონიტორინგი და ანალიზი;
** ფასწარმოქმნაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის საფირმო სტილის შემუშავება და გამოყენების კონტროლი;
** ბრენდის რეკლამირებისათვის არჩეული სტრატეგიის ჯეროვანი შესრულების კონტროლი;
** ბრენდის ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** რეკლამისა და სხვა მარკეტინგული ღონისძიებების ეფექტიანობის ანალიზი, ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** ბრენდის წარმოჩენის (Promotion) ბიუჯეტის შედგენა და დასამტკიცებლად წარდგენა მენეჯმენტისთვის;
** დადგენილი ბიუჯეტის შესრულების მკაცრი კონტროლი, ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელის ინფორმირება;
** კომპანიის მიერ დაწესებული პროცედურის შესაბამისად ქვეკონტრაქტორებთან სამუშაო პირობების შეთანხმება, ხელშეკრულებების გაფორმება და შესრულების კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, მენეჯმენტის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მარკეტინგული კვლევების წარმოების და ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება სასურველია;
** ბაზრის კვლევისა და მონაცემების ანალიზის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 12 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|