Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=659116&print=yes&view=jobs
 
ტრანსპორტის დღის დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტრანსპორტის დღის დისპეტჩერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ტრანსპორტის დღის დისპეტჩერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა
ანაზღაურება: 2000 ლარი
გრაფიკი სრული: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00

ძირითადი მოვალეობები

** კომპანიის კუთვნილი მანქანა-მექანიზმების ეფექტური კოორდინირება;
** შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით მიღება/გადაბარება;
** სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში მისი მიღება და დელეგირება;
** სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის ეფექტური და ოპერატიული გადანაწილება;
** სამსახურში არსებული მარშრუტების დაგეგმვა და კონტროლი;
** სატრანსპორტო საშუალებებს შორის მოცდენის შემთხვევაში შემთხვევების შესწავლა და მონიტორინგი;
** ტრანსპორტის ადგილმდებარეობის GPS სისტემით კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სატრანსპორტო მიმართულებით;
** სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციის წესების საფუძვლიანი ცოდნა;
** ტექნიკის ექსპლუატაციისა და შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge. გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია