დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
CLC Elevator
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"CLC Elevator" წარმოადგენს ლიფტების იმპორტის, მონტაჟის და სერვისის მიმართულებით ლიდერ კომპანიას საქართველოში. "სი ელ სი" 2022-2024 წლებში დაჯილდოებულია როგორც დარგის ლიდერი კომპანია და 2023 წელს მინიჭებული აქვს ოქროს ბრენდის სტატუსი. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს, ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში!
ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
კომპანია "სი ელ სი" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების ხელმძღვანელის პოზიციაზე.
პოზიციის აღწერა:
** ანგარიშვალდებულია: კომპანიის ხელმძღვანელთან
** ლოკაცია: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:00-18:00
** სახელფასო ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი. შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის გაყიდვების პროცესების მართვა;
** პოტენციური დამკვეთების მოძიება (დისტანციური ან/და საველე ვიზიტების გზით); ბაზის განახლება და კონტროლი;
** პოტენციური დამკვეთების საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტის და პირობების შეთავაზება;
** ტექნიკურ დეპარტამენტთან ერთად პროექტების შეთავაზებების მომზადება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** კომერციულ საკითხებში გაყიდული პროექტების მიმდინარეობის ზედამხედველობა ტექნიკურ დეპარტამენტთან ერთად;
** პერიოდული (ყოველთვიური და კვარტალური) გეგმების შესრულება და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
** გაყიდვების გასაუმჯობესებლად ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა ქართულის ენის გამართულად ცოდნა;
** მართვის მოწმობა - აუცილებელი
** MS office -ის კარგად ცოდნა;
** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის ან მენეჯმენტის მიმართულებით - არა სავალდებულო;
** გამოცდილება მონათესავე სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა სავალდებულოა;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
"CLC Elevator" გთავაზობთ:
** მრავლისმომცველ ტრენინგს ლიფტების სფეროს სპეციფიკის შესახებ;
** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებასა და გამჭვირვალე საბონუსე სისტემას;
** მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას;
** კომპანიის მიერ დაფინანსებულ საწვავის სამსახურებრივ მარშრუტებზე;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
საკონტაქტო ელფოსტა: hrclcelevator@gmail.com
|
|
|
|