დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ამერიქარს
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
ავტოიმპორტიორი კომპანია "ამერიქარს" არის ამერიკული კომპანია "CarsAndPartsHub.com"-ის ოფიციალური ფილიალი საქართველოში, რომელიც 6 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ ბაზარზე ავტონაწილების და ავტომობილების იმპორტის მიმართულებით.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მათთან მოლაპარაკებების წარმოება
** მომხმარებლებთან შეხვედრების მართვა
** მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება მსოფლიოს წამყვან აუქციონებზე
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია
** მომხმარებელთა ბაზის დამუშავება
** ავტოიმპორტის პროცესისა და საბაზრო ტენდენციების ცოდნა
მოთხოვნები:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების უნარები და შედეგზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციის და დარწმუნების უნარი;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული, აზერბაიჯანული)
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ანაზღაურება საბონუსე სისტემით
** სასიამოვნო და დინამიური სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@americars.ge
|
|
|
|