Робота для біженців з України
ლოგისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: MS Holding
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
კომპანია "MS holding"-ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/

"MS holding" გეძებს შენ ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქუჩა #4;
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება: შეთანხმებით

რისი გაკეთება მოგიწევს?

** ლოგისტიკური საქმიანობის სრული ციკლის დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** პოტენციური კომპანიების მოზიდვა და მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის მიღება/განთავსება/გაცემის ჯაჭვის ეფექტური მართვა;
** მარაგების მართვის პროგრამაში მუშაობა;
** ტრანსპორტირებისა და საწყობის პროცესების მონიტორინგი;
** საწყობში არსებულ ტექნიკის გამართულობაზე ზრუნვა და დროული რეაგირება პრობლემებზე;
** კომპანიის სტრატეგიული განვითარების გეგმაში აქტიური ჩართულობა;
** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული დოკუმენტების მომზადება;
** პერიოდული ინვენტარიზაცია;
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** MS Office და მარაგების მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** ორგანიზებული მუშაობის უნარი;
** პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დისციპლინირებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** სპეციალური ფასდაკლება პროდუქციაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@msholding.ge

გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ "MS holding"-მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე