დასახელება:
სოციალური მედიის/ციფრული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
CLC Elevator
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
|
"CLC Elevator" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის/ციფრული მენეჯერის თანამდებობაზე.
"CLC Elevator" - ლიდერი ლიფტების კომპანია საქართველოში, რომელიც მასშტაბური მარკეტინგული კამპანიების აღსრულების კუთხით თავის ინდუსტრიაში პირველი და ერთადერთი კომპანიაა. განხორციელებული 3000-ზე მეტი პროექტის საფუძველზე CLC ზრდის როგორც საკუთარ გუნდს ისე თავის საქმიანობას და ახორციელებს კავკასიის რეგიონში პირველი ლიფტების ქარხნის მშენებლობას საქართველოში! ინოვაცია, გამოცდილება და ამბიცია - 2018 წლიდან დღემდე!
პოზიციის აღწერა:
** ანგარიშვალდებულია: მარკეტინგის მენეჯერთან
** სამუშაო გრაფიკი: სრული
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:00 - 18:00 მდე
** სახელფასო ანაზღაურება: შეთანხმებით
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის ონლაინ პლატფორმების და სოციალური მედიის აქტიური მართვა;
** ყოველთვიური კონტენტ გეგმის შედგენა Facebook, Instagram, TikTok და LinkedIn გვერდებისთვის ქართულ-ინგლისური ქოფით;
** დიზაინერთან ერთად პოსტების მომზადება, დადასტურება და განთავსება;
** კონტენტ გეგმის/კალენდარის მიხედვით პოსტების განთავსება;
** ვიდეო-კონტენტის დაგეგმვა და აღსრულება;
** დადასტურებული პოსტების სარეკლამო აქტივობების განხორციელება (Meta) მიზნობრივ აუდიტორიაზე შეთანხმებული ბიუჯეტით;
** ყოველთვიური რეპორტინგი და ანალიტიკა;
** არსებული შეტყობინებების (Inbox /კომენტარები) კონტროლი;
** საჭიროების შეთხვევაში მიზნობრივი ციფრული კამპანიების დაგეგმვა და აღსრულება;
** კომპანიის სიახლეების და მიმდინარე პროექტების ვებ-გვერდზე განთავსება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება ციფრული მარკეტინგის/კომუნიკაციის მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება (განიხილება ბოლო კურსის სტუდენტიც);
** ქოფის გამართულად წერის უნარი;
** ინგლისური ენის კარგ დონეზე ცოდნა;
** Meta, Business Manager-ის ფლობა;
** Microsoft პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმისადმი ენთუზიაზმი;
** კრეატიულობა და ინიციატორობა.
"CLC Elevator" გთავაზობს:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალური ზრდის საშუალებას, გადაწყვეტილების მიღების უნარის განვითარებას;
** სამუშაოს მრავალფეროვნებას და არა მოსაბეზრებელ რუტინას;
** ინდუსტრიის პირველი უმსხვილესი მოთამაშის მიერ ამ ინდუსტრიის მარკეტინგული თვალსაზრისით ჩამოყალიბებაში წვლილის შეტანას.
საკონტაქტო ელფოსტა: hrclcelevator@gmail.com
|
|
|
|