დასახელება:
ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 19 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ ციფრული ტრანსფორმაციის სპეციალისტს და მისი ფუნქციები იქნება:
** ციფრული პროექტების დაგეგმვაში, მართვასა და მონიტორინგში მონაწილეობა;
** ციფრული ტრანსფორმაციის პროექტებისა და პროდუქტების მხარდაჭერა;
** პროექტის მოთხოვნების და ტექნიკური დავალებების მომზადება;
** ახალი ტექნოლოგიების კვლევა და ციფრული ტრენდების შესწავლა;
** სხვადასხვა გუნდებთან თანამშრომლობა ციფრული ინიციატივების განსახორციელებლად;
** კომპანიის მასშტაბით პრობლემური პროცესების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის გზების პოვნა;
** მონაცემების ანალიზი და ანგარიშგება პროექტის პროგრესზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 1-2 წლიანი გამოცდილება IT პროექტების მართვაში;
** Google Analytics, Firebase და სხვა ციფრული ანალიტიკის ხელსაწყოების ცოდნა (სასურველია)
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|