Робота для біженців з України
შოურუმის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შოურუმის კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯიენჯი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
შპს "ჯიენჯი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას შოურუმის კონსულტანტის თანამდებობაზე.

კომპანიის შესახებ:

შპს "ჯიენჯი ჯგუფი" - ქართული ავეჯის აცხადებს კონკურსს შოურუმის კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომელს.

რას ვთავაზობთ:

** ოპტიმალური სამუშაო განრიგი: 40 საათიანი სამუშაო კვირა
** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრული სამედიცინო პაკეტი
** კონკურენტული ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + შეუზღუდავი ბონუსები
** სამუშაო გარემო: თანამედროვე შოურუმი და პროფესიონალური გუნდი. არასტრესული, სასიამოვნო ატმოსფერო.

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, 11:00-18:30
** ანაზღაურება: 1000-1800 ლარი (დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე) + ბონუსები გეგმის შესრულებაზე (შეუზღუდავი ზედა ზღვარი)
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სავაჭრო ცენტრი საბა

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** შოურუმში მომსვლელი კლიენტების პროფესიონალური კონსულტირება
** კლიენტების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქციის რეკომენდაცია
** აქტიური გაყიდვების განხორციელება მაღალი სერვისის სტანდარტების დაცვით
** კომპანიის პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა (მასალები, ექსპლუატაციის წესები. პ.. ყველაფერს შევასწავლით ადგილზე)
** შეკვეთების გაფორმება და საწარმოო სისტემაში ზუსტი ინფორმაციის შეტანა
** სატელეფონო და ონლაინ კონსულტაციების გაწევა
** შოურუმის ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** * განვითარებული კომუნიკაციის, გაყიდვებისა და პრეზენტაციის უნარები
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე
** მულტიტასკინგის უნარი და დროის ეფექტური მართვა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელი)
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

უპირატესობად ჩაითვლება:

** უცხო ენების ცოდნა
** ავეჯის ან ინტერიერის დიზაინის სფეროში მუშაობის გამოცდილება
** დიზაინის ტენდენციების ცოდნა

განაცხადის წარდგენის პროცედურა:

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: qetiaaaa@gmail.com. ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "შოურუმის კონსულტანტი".

შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე