დასახელება:
მერჩენდაიზერი
|
მომწოდებელი:
სალო
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია შპს "სალო" აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი ლილო ერეკლე მეორეს N89
სამუშაო გრაფიკი: სრული, ერთი დღე დასვენება 12:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიასა და სავაჭრო ობიექტს შორის პროდუქციის წინასწარ შეთანხმებული განთავსების პირობების და პლანოგრამის მიხედვით განლაგება და იერსახის შენარჩუნება;
** კომპანიის პროდუქციისა და თაროს სისუფთავეზე ზრუნვა;
** სავაჭრო დარბაზში განლაგებული კომპანიის პროდუქციის ვადებზე კონტროლი;
** რიგგარეშე შეკვეთის საჭიროების შემთხვევაში პრისეილიერისთვის ინფორმაციის მიწოდება შეკვეთის დეტალების შესახებ (პროდუქციის რაოდენობა, ასორტიმენტი, ნაშთები);
თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მომსახურების, ან გაყიდვების სფეროში;
** აუცილებელია ჰყავდეს საკუთარი ავტომობილი.
პიროვნული თვისებები:
** დაკვირვების უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: gburdulivc@gmail.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
|
|
|
|