დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ლიბრა
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
წიგნის მაღაზიათა ქსელი "ლიბრა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში.
ლოკაცია: ვ. ფშაველას გამზ. N100 (მოლარე კონსულტანტი)
სავალდებულო მოთხოვნები:
** წიგნების გაყიდვების სფეროში მოწინავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ფლობა: MS Word, MS Excel, Google email
ჩვენ ვეძებთ კომუნიკაბელურ, აქტიურ და მოტივირებულ კანდიდატებს, რომლებსაც სურთ იმუშაონ წიგნების გაყიდვების სფეროში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის ნებისმიერი პროგრამის კურსდამთავრებული ან სტუდენტი
** სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
** სასურველია სალარო აპარატის და ტერმინალის ფლობა
ძირითადი მოთხოვნები:
** შემოსული ზარების მიღება და მათზე სათანადო რეაგირება
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
** ფილიალის ადმინისტრაციულ და ტექნიკური საკითხების მართვა, თანამდებობრივი ინსტრუქციების მიხედვით
** პოტენციური მომხმარებლებისათვის გასაყიდი პროდუქტის/მომსახურების გაცნობა და შეთავაზება
** არსებული მომხმარებლების ინფორმირება ფასდაკლებისა და სხვა აქციების შესახებ
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა
** გაყიდვების გეგმის შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები:
კანდიდატს უნდა ჰქონდეს შემდეგი ცოდნა/გამოცდილება:
** სატელეფონო კომუნიკაციის ეტიკეტი
** მომხმარებელთან ურთიერთობა
** გაყიდვების ტექნიკების ფლობა
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერის დაწყებისა და განვითარების შესაძლებლობას
** კომფორტულ სამუშაო გარემოს
** მეგობრულ ატმოსფეროს.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე კვირაში, 1 დღე დასვენება.
** შრომის ანაზღაურება: 600 ლარი, ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად მოქმედებს საბონუსე სქემა ყოველ თვე
** სამუშაო გრაფიკი: 15:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე ყოველდღე, კვირა დასვენება
კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს: რეზიუმეების გადარჩევა, სატელეფონო გასაუბრება და პირისპირ გასაუბრება, ერთკვირიანი სტაჟირება და საცდელი ვადა.
ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელფოსტაზე: librawignebi@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი და სამუშაოს ადგილმდებარეობა.
|
|
|
|