Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=658946&print=yes&view=jobs
 
ტექნიკოს-ინსტალატორი - ზუგდიდი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოს-ინსტალატორი
მომწოდებელი: ორდუნეტი
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო / ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია - შპს "ორდუნეტ"-ი აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით;
ანაზღაურებადი სტაჟირება: ორი თვე;

აუცილებელი მოთხოვნა: კანდიდატი აუცილებელია ფლობდეს ავტომობილის მართვის მოწმობას.

ტექნიკური მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აბონენტთან შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი, რეკონსტრუქცია/დემონტაჟი;
** ინტერნეტ მომსახურეობის დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
** მიწოდებული სერვისის ინსტრუქტაჟი; კლიენტზე ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რაც საჭიროა მოწყობილობების ნორმალური ექსპლუატაციის შესანარჩუნებლად;
** აბონენტთან ხელშეკრულების და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტების/აქტების გაფორმება;
** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა;
** სამუშაო პროცესში ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;
** შესრულებული სამუშაოს რეესტრის წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ, კვალიფიკაციის ფარგლებში გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV), გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: info@ordunet.ge. ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ადგილმდებარეობის მითითებით.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების - რეზიუმეს (CV- რომელიც შესაძლოა შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს) გამოგზავნით, თქვენ გამოთქვამთ თანხმობას, რომ შპს "ორდუნეტ"-ის მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები.

ასევე გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები, შპს "ორდუნეტ"-ის მხრიდან დამუშავდება - მხოლოდ დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად,
თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია - თქვენს შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე, მოითხოვოთ თქვენს რეზიუმეში - მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ ელ-ფოსტის მისამართზე - info@ordunet.ge.

საკონტაქტო: 0323 100 700, (303);
ელ.ფოსტა: info@ordunet.ge;
მის: ზუგდიდი, რუსთაველის #73

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია