დასახელება:
კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
რონიკო
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
ოპტიკური კომპანია "რონიკო" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.
"რონიკო" არის ლიდერი ოპტიკური კომპანია, ქართულ ბაზარზე წარმატებული მოღვაწეობის 30-წლიანი ისტორიით.
იმ შემთხვევაში, თუ შედგება ჩვენი თანამშრომლობა, ჩვენ შეგასწავლით ახალ პროფესიას - ოპტიკოსი. პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ მაღალ ანაზღაურებას!
გთხოვთ, ქვემოთ მოცემულ მოთხოვნებს გულდასმით გაეცანით.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიის წარმატებით დაუფლების შემთხვევაში, მაღალ ანაზღაურებას;
** კონსულტანტის ანაზღაურება საწყის ეტაპზე შეადგენს - დარიცხული 1000 ₾ + ბონუსი, 3 თვის შემდეგ მინიმალური ანაზღაურება - დარიცხული 1500 ₾ + ბონუსი;
** ახალი პროფესიის - ოპტიკოსი - შესწავლას;
** პროფესიულ ტრენინგს;
** კარიერული ზრდის რეალურ პერსპექტივას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გუნდს;
** სამუშაო გრაფიკი: სამუშაო განაკვეთი კვირაში 6 დღე (40 სთ.)
რას ვითხოვთ თქვენგან, აუცილებელი უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** თვითრეალიზაციისაკენ სწრაფვა, პროფესიული განვითარების სურვილი;
** მიზანსწრაფულობა და პოზიტიური ენერგეტიკა;
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა;
** გაწონასწორებულობა, რთული სიტუაციების ეფექტურად მართვა;
** უცხო ენების ფლობა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე სამოტივაციო წერილის თანხლებით, გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: HR@roniko.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "კონსულტანტ-ოპტიკოსი თბილისი".
|
|
|
|