დასახელება:
საინჟინრო პროექტების ზედამხედველი - სუპერვაიზორი
|
მომწოდებელი:
SekkeiPark
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
"SekkeiPark" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საინჟინრო პროექტების ზედამხედველი - სუპერვაიზორი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პროექტ მენეჯერთან ერთად განსახორციელებელი პროექტის დაგეგმარებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტისთვის, პროექტ მენეჯერთან ერთად მემონტაჟეების რაოდენობის განსაზღვრა;
** გეგმა გრაფიკის აღსრულება და კონტროლი;
** ადგილობრივი შეკვეთების მოთხოვნა, შესაბამისობის დადასტურება და მიღებული შეკვეთის ჩაბარება;
** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული რეპორტინგი;
** მემონტაჟეების ნამუშევარი დროის რეპორტი თვეში 2-ჯერ;
** ყოველთვიური ფორმა 2-ის წარმოება;
** ხარისხის კონტროლი.
ძირითადი მოთხოვნები:
** გამოცდილება ამ სფეროში მინ. 2 წელი;
** ტექნიკური ნახაზების კითხვა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა;
** პრობლემების მოგვარების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;
** მუდმივი განვითარების სურვილი;
** დისციპლინირებულობა.
ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ავტომობილით ან საწვავით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული ნომერი;
** განვითარების შესაძლებლობა;
** მეგობრული გარემო;
** კეთილმოწყობილი მოსასვენებელი სივრცე;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Info@sekkeipark.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://sekkeipark.com/
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!
|
|
|
|