დასახელება:
ვინდოუს სისტემური ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ბანკი ქართუ
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
სს "ბანკი ქართუ" აცხადებს ვაკანსიას ვინდოუს სისტემური ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
IT ოპერაციების დეპარტამენტი, სისტემური ადმინისტრირების განყოფილება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ფუნქციები და მოვალეობები:
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია/კონფიგურაცია;
** ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** სისტემების განახლება და განახლებასთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
** კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის შემუშავება და კონტროლი;
** კატასტროფის შემდგომი აღდგენისა და მოწყვლადობის შემცირების გეგმის ფარგლებში ჩატარებულ ტესტირებაში მონაწილეობა;
** მომხმარებლების ანგარიშების და წვდომების მართვა, საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, კონფიდენციალურობის, უსაფრთხოების და რეგულაციების შესაბამისობის დაცვით;
** ინციდენტების და პრობლემების იდენტიფიკაციაში და მათ მოგვარებაში ჩართულობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სავალდებულო:
** უმაღლესი განათლება - ტექნიკური მიმართულებით;
** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება Windows სისტემების ადმინისტრირებაში ან მსგავს IT პოზიციაზე;
** Windows სერვერების (Windows Server 2016, 2019, 2022) მართვა, კონფიგურაცია, განახლება და პრობლემების გადაჭრა (troubleshooting).
** სისტემის უსაფრთხოების უზრუნველყოფა (Windows Firewall-ის მართვა, Group Policy-ის კონფიგურაცია, BitLocker, Windows Defender).
** სისტემის ავტომატიზაცია სკრიპტების გამოყენებით (PowerShell, Batch, ან სხვა).
** Active Directory-ის (AD) მართვა, დომენის კონტროლერების (Domain Controllers) კონფიგურაცია, OU (Organizational Unit) სტრუქტურის შექმნა, Group Policy-ის (GPO) მართვა.
** AD-ის უსაფრთხოება (Kerberos, LDAP, RBAC), მომხმარებლებისა და ჯგუფების მართვა, AD replication-ისა და troubleshooting-ის გამოცდილება.
** VMware (vSphere, ESXi) სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
** Backup/restore პროცედურების გამოცდილება (Veeam, Windows Server Backup, Commvault).
** TCP/IP, DNS, DHCP, VPN-ის ცოდნა და კონფიგურაცია Windows Server-ის გარემოში.
** ქსელის უსაფრთხოების პრინციპები (მაგ., VPN, IDS/IPS, SSL/TLS).
** HPE, Dell სერვერებთან მუშაობის გამოცდილება (RAID, iLO, iDRAC).
** ინგლისური ენის ცოდნა: B2 დონე (ტექნიკური დოკუმენტაციის გაგება, საერთაშორისო გუნდთან კომუნიკაციისთვის).
სხვა სავალდებულო უნარები და თვისებები:
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** თვითგანვითარებაზე ორიენტირებული;
** სიახლეების მარტივად ათვისების და ადაპტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** ანალიტიკური აზროვნება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HumanResources@cartubank.ge 2025 წლის 18 სექტემბრის ჩათვლით.
მნიშვნელოვანია: გთხოვთ, გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.
წინამდებარე შეტყობინების გაცნობით თქვენ ადასტურებთ, რომ ინფორმირებული ხართ და აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებზე), რომელიც აუცილებელია დასაქმების კანდიდატის შესარჩევად. აღნიშნული მონაცემების დამუშავება აუცილებელია თქვენი კანდიდატურის განსახილველად. თქვენი მონაცემები ცნობილი გახდა თქვენ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტ (ებ)ის, განცხადებ (ებ)ის, აპლიკაციის გამოგზავნით. ასევე, ზეპირი ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით წარმოდგენის შედეგად. აღნიშნული მონაცემები შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის განხილვის მიზნით. ასევე, იმ მიზნით, რომ კომპანიამ შესაძლოა სამომავლოდ შემოგთავაზოთ დასაქმება. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით. თუ თქვენ არ ეთანხმებით თქვენი მონაცემების ამ მიზნებით დამუშავებას, დაუკავშირდით კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: info@cartubank.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (+995 32) 200 80 80 და მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, დოკუმენტ (ებ)ის დაბრუნება/წაშლა/განადგურება. თქვენი თანხმობა აუცილებელი პირობაა კომპანიაში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება შრომით ხელშეკრულებად ან მის ნაწილად.
|
|
|
|