დასახელება:
კონკურსი არქიტექტურული დიზაინის მომზადებაზე
|
მომწოდებელი:
ნაზილბე++
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 25 აგვისტო
|
შ.პ.ს "ნაზილბე++" აცხადებს კონკურსს არქიტექტურული დიზაინის მომზადებაზე.
** შესყიდვის ტიპი: კონკურსი
** შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება:
** ობიექტის დანიშნულება: სუპერმარკეტი/სავჭრო ცენტრი
** კონკურსის გამოცხადების თარიღი: 2025 წლის 18 აგვისტო
** საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების თარიღი: 2025 წლის 18 აგვისტო
** საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების თარიღი: 2025 წლის 25 აგვისტო 17 საათი
** შესყიდვის ობიექტის მოცულობა: კომპანიის საკუთრებაში არსებული ობიექტის (მდებარე ქ. ქობულეთი, შოთა რუსთაველის ქ. № 170-13, მიწის (უძრავი ქონების) ს/კ 20.42.03.218), მშენებარე ობიექტის ინტერიერის და ექსტერიერის (ფასადის, ტერასის/სახურავის, ნავესის, ეზოს) არქიტექტურული დიზანის პროექტის მომზადება.
** სრული პროექტის მიწოდების ვადა: კონკურსში გამარჯევბიდან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 დღე.
ტექნიკური დავალება:
** პროექტი, კონცეპტუალური გადაწყვეტა, მასალები უნდა იყოს ენერგოეფექტური;
** დიზაინის კონცეფცია და სრული პროექტი უნდა იყოს ადაპტირებული შენობის პროექტთან/სანებართვო დოკუმენტაციასთან, გარემო პირობებთან, შესაბამისობაში უნდა იყოს სამშენებლო და უსაფრთხოების სტანდარტებთან;
** შერჩეული უნდა იყოს მდგრადი და ხელმისაწვდომი მასალების ოპტიმალური ვარიანტი;
** დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს ეზოსა და შენობის ტერასების გამწვანებას, ადგილობრივი ლანდშაფტური და დენდროლოგიურ განაშენიანებას, გამორჩეული და დახვეწილი დიზაინითა და ფერებით;
** ტერასებზე განთავსებული იქნება კვების ობიექტები, შესაბამისად დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს, კრეატიულ გადახურვას, გამწვანებითა და სხვა საინტერესო კონცეფციით და სლაიდერებზე ვიტრაჟებს
** შენობის გვერდითა ფასადი უნდა ითვალისწინებდეს დათბუნებას და მოპირკეთებას, დახვეწილი დიზაინის ფერების მასალებით.
** შერჩეული მასალების შეძენა შესაძლებელი უნდა იყოს საქართველოში, თავისუფლად, არაერთ მომწოდებელთან, მათი ღირებულება უნდა იყოს ოპტიმალური, უნდა იყოს გამძლე და ადაპტირებული გარემოსთან და პროექტთან.
კონკურის ეტაპები:
I ეტაპი - არქიტექტურული დიზაინის კონცეფციისა და საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენა:
** კონკურსანტის მონაცემები: სახელი/დასახელება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, საკონტაქტო მონაცემები, პ/ნ/ამონაწერი და სხვა
** ავტორის მონაცემები: სახელი გვარი, პირადობის მოწმობის ასლი. წერილობითი დადასტურება რომ კონკურსანტი არის ავტორი წარმოდგენილი არქიტექტურული კონცეფციისა, რენდერებისა და ის არის პასუხისმგებელი საავტორო უფლებების დაცვაზე, ასევე საავტორო უფლებასთან დაკავშირებული დავის შემთხვევაში ის აგებს ნებისმიერი პირის წინაშე პასუხს, დამკვეთისაგან დამოუკიდებლად.
** სრული პროექტის ღირებულება და გადახდის პირობები:
** სრული პროექტის წარმოდგენის ვადა (არ უნდა აღემატებოდეს საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ვადებს:
** გამოცდილების შესახებ ინფორმაცია:
** წერილობითი დადასტურება, რომ ავტორი მზად არის წარმოდგენილ კონცეფციაში განახორციელებს ცვლილებებს, დამკვეთის მითითებისამებრ (სანამ საბოლოო პროექტი არ იქნება მისაღები დამკვეთისთვის), რაც არ საჭიროებს დამატებით ანაზღაურებას.
** არქიტექტურული დიზაინის კონცეფცია ვიზუალური მასალის, რენდერების სახით, არაუმეტეს 3 ვარიანტი;
** გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმები:
- დამკვეთი საკუთარი შეხედულებისამებრ იღებს გადაწყვეტილებას, მისთვის მისაღებ პროექტთან დაკავშირებით და იგი არ ექვემდებარება გასაჩივრებას;
- გამარჯვებული გამოვლინდება კონკურსით დადგენილ ვადებში და ეცნობება მხოლოდ გამარჯვებულ კანდიდატს, რომელთანაც გაფორმდება ნარდობის ხელშეკრულება;
- პროექტის, დამკვეთზე ჩაბარების შემდგომ არქიტექტურული პროექტის საავტორო უფლება გადადის დამკვეთზე, რაც ნიშნავს იმას, რომ დამკვეთს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები შემსრულებლისაგან დამოუკიდებლად ან გამოიყენოს სხვა პროექტი, რისთვისაც საჭირო არ არის შემსრულებლის წერილობითი თანხმობა.
II ეტაპი - კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, სრული პროექტის წარმოდგენა, სპეციფიკაციასთან ერთად:
** მოქმედი პროექტის შესწავლა, პროექტის ავტორთან კომუნიკაცია, შეთანხმება/ადაპტაცია;
** მხარეთა შეთანხმებული საბოლოო რენდერებით შესაბამისად, ინტერიერის, ექსტერიერის, ფასადის, ეზოს, ნავესის და სახურავის/ტერასების, სრული არქიტექტურული პროექტის მომზადება, დადგენილი სამშენებლო სტანდარტების, 41-ე დადგენილებისა და სანებართვო დოკუმენტაციის მომზადების სტანდარტების შესაბამისად;
** კონსტრუქციული პროექტი;
** საიზოლაციო მასალების სპეციფიკაცია, გამოყენების წესითა და საგარანტიო ვადით, სავარაუდო მომწოდებლებით;
** განმარტებითი ბარათი;
** სპეციფიკაცია, მათ შორის კედლისა და იატაკის/სახურავის დათბუნება, ფასადის მასალები, მოსაპირკეთებელი მასალების ტექნიკური მახასიათებლები, ფერები, სისქე, ზომა, საგარანტიო ვადა, სითბური კოეფიციენტი, და სხვა ნებისმიერი სპეციფიკაცია
** მოცულობები და ხარჯთაღრიცხვა
** სავარაუდო მომწოდებლების იდენტიფიკაცია;
** სამუშაოთა შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციის/ტექნიკური პირობის მომზადება
** სხვა ნებისმიერი პროექტი, დოკუმენტაცია, რაც დაკავშირებულია ინტერიერის, ექსტერიერის (ფასადის, ტერასების/სახურავის, ეზოს, ნავესის) არქიტექტურული დიზაინისა და პროექტის მომზადებასთან და შეთანხმებასთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან;
კონკურსანტებს შეუძლიათ შეკითხვებით მოგვმართონ შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: ელ ფოსტა: info@nazilbe.ge, ტელ: +995 577 75 55 84 ანა რომანაძე.
https://tinyurl.com/48vcuj9m
|
|
|
|