სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერის (თურქულენოვანი) პოზიციაზე ბათუმში.
კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.
ძირითადი მოვალეობები:
** შესყიდვებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მოგროვება სხვადასხვა დეპარტამენტებიდან და სამსახურებიდან;
** შეკვეთის მიღება-დამუშავება და შესყიდვის პროცესის სრულად მართვა;
** მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება პროდუქციის ხარისხზე, ფასზე, რაოდენობაზე, ტრანსპორტირებაზე და ა.შ;
** დაუგეგმავი შესყიდვების დროულად და სწორად განხორციელება;
** შესყიდვების დოკუმენტაციის (ინვოისი, შეფუთვის ფურცელი (ე.წ პაქინგ ლისტი), სატრანსპორტო ფურცელი (CRM), დეკლარაცია) მოწესრიგება და საბაჟოსთან ურთიერთობის დეპარტამენტისთვის შემდგომი პროცედურების განსახორციელებლად მიწოდება.
** პროდუქციის დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირებისთვის გადამზიდავ კომპანიებთან ურთიერთობა (მათ შორის საკონტეინერო გადაზიდვები);
** მისი კომპეტენციის ფარგლებში მატერიალური ფასეულობების სასაწყობე ნაშთების პროგრამულად კონტროლი;
** ახალი მომწოდებლების მოძიება და უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის წარდგენა;
** განსაზღვრული პერიოდულობით საქმიანობის შემაჯამებელი რეპორტების წარმოება;
** კომპეტენციის ფარგლებში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება (მენეჯმენტი / ლოჯისტიკა / ფინანსები);
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ი);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** ინგლისური და თურქული ენების სრულყოფილად ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პედანტურობა;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
დამატებითი ინფორმაცია:
** სამუშაო გრაფიკი - სრული.
** განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2025 წლის 18 სექტემბერი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე vacancy@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "საერთაშორისო შესყიდვების მენეჯერი (თურქულენოვანი)". დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლების აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.
პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
|