დასახელება:
სატვირთო ავტომობილის მძღოლი
|
მომწოდებელი:
სკამი
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
შპს "სკამი" აცხადებს კონკურსს სატვირთო ავტომობილის მძღოლის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** განაკვეთი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 8-საათიანი სამუშაო დღე
** ანაზღაურება: 1, 500-2, 000 ლარი (დამოკიდებულია გამოცდილებაზე) + საბონუსე სისტემა
** სამუშაო ადგილი: თბილისი და მიმდებარე ტერიტორია
ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:
** პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება კლიენტების მისამართებზე
** საწარმოო მასალების შეძენა და ტრანსპორტირება მომწოდებლებისგან
** სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის მონიტორინგი
** თანამშრომლების ტრანსპორტირება საჭიროებისამებრ
** ლოგისტიკური ოპერაციების შესრულება კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** C კატეგორიის მართვის მოწმობა ჩაითვლება უპირატესობად
** სატვირთო ავტომობილის მართვის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
სასურველი კომპეტენციები:
** პუნქტუალურობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ორგანიზებულობა
** ახალ გარემოსთან ადაპტაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
განაცხადის წარდგენის პროცედურა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: jobs@skami.com.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "მძღოლი"
შენიშვნა: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
შპს "სკამი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის.
|
|
|
|