დასახელება:
ბიზნესისა და გაყიდვების განვითარების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სკამი
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
შპს "სკამი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესისა და გაყიდვების განვითარების მენეჯერის (ფოკუსი: ინტერიერის დიზაინი) თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
შპს "სკამი" - ქართული ავეჯისა და ინტერიერის დიზაინის წამყვანი კომპანია, აცხადებს კონკურსს ბიზნესისა და გაყიდვების განვითარების მენეჯერის (ფოკუსი: ინტერიერის დიზაინი) ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ცაცხვების 1-ლი შესახვევი, კორპუსი N4
** სამუშაო განრიგი: ჰიბრიდული (ოფისი + დისტანციური)
** სამუშაო დრო: 5 სამუშაო დღე კვირაში
** სრული განაკვეთი
** ფიქსირებული ხელფასი: 1800+ -დან 3000+ ლარამდე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე)
** ბონუსი: ყველა დახურულ კონტრაქტზე
** ბონუსის მაქსიმალური ოდენობა არ არის ლიმიტირებული
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინტერიერის დიზაინერებთან და ინტერიერის დიზაინის კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება/გაღრმავება რეგულარული კომუნიკაციისა და ურთიერთთანამშრომლობის გზით
** ინტერიერის დიზაინერების და ინტერიერის დიზაინის კომპანიებთან თანამშრომლობისკენ მიმართული გაყიდვის სტრატეგიების შემუშავება და დანერგვა
** ინტერიერის დიზაინერების ბაზის და პორტფელის შექმნა
** ინტერიერის დიზაინერებისთვის მათ საჭიროებებსა და პრეფერენციებზე მორგებული ჩვენი კომპანიის პროდუქტების აქტიური შეთავაზება და გაყიდვა
** ყოველთვის ჰქონდეს განახლებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტენდენციებია ინდუსტრიაში, რა სურთ მომხმარებლებს, რას საქმიანობენ კონკურენტები ინტერიერის დიზაინის სფეროში
** ბაზრის ტენდენციების, გაყიდვების აქტივობების და მომხმარებელთა უკუკავშირების შესახებ მუდმივი რეპორტების წარმოება და შესაბამისი განყოფილებებისათვის მიწოდება
** გაყიდვების სტიმულირების მიზნით, დიზაინერებისგან ინიციატივების და შეთავაზებების შეგროვება, ახალი პროდუქტის დიზაინის, სერვისის ან სხვა სიახლეების შესახებ და შესაბამის განყოფილებასთან განხილვა
** ინტერიერის დიზაინის ბაზებთან მუშაობა და მისი გაფართოება, მუდმივი უკუკავშირი
** ბაზის გაფართოება კომპანიის მიერ დაგეგმილი სტრატეგიის შესაბამისად
** ყოველკვირეული რეპორტინგი შესრულებული სამუშაოს შესახებ
** სხვა კორპორატიულ კლიენტებთან (ჰორეკა სექტორი, დეველოპერული კომპანიები, ბრენდული მაღაზიები) საქმიანი ურთიერთობის დამყარება კომპანიის პროდუქციის გაყიდვის მიზნით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია გაყიდვებში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება
** ინტერიერის დიზაინერებთან ან დეველოპერულ კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება და კონტაქტების ქონა ჩაითვლება უპირატესად
** ინგლისური ენის ცოდნა
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამებთან და ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
განაცხადის წარდგენის პროცედურა:
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: jobs@skami.com.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "ბიზნესისა და გაყიდვების განვითარების მენეჯერი (ფოკუსი: ინტერიერის დიზაინი)"
|
|
|
|