დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო Ere`s Palace
|
გამოქვეყნდა: 18 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 18 სექტემბერი
|
სასტუმრო "ერეს პალასში" ვეძებთ პასუხისმგებლობიან და გულისხმიერ ადმინისტრატორს.
სამუშაო გრაფიკი: სამ დღეში ერთხელ 24 საათი
მდებარეობა: თბილისი, წინანაურის ქუჩა, ორთაჭალა
ვალდებულებები:
** სტუმრების დახვედრა და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა
** ჯავშნების და რეზერვაციების მართვა, check-in/check-out-ის განხორციელება
** სატელეფონო ზარებსა და ელფოსტებზე პასუხი, ასევე სტუმრებთან დროული და ეფექტური კომუნიკაცია
** დასუფთავებისა თუ სხვა დეპარტამენტებთან კოორდინაცია
** სტუმრების მონაცემების წარმოება და დოკუმენტაციის მართვა
** საჩივრების მიღება და გაუთვალისწინებელი სიტუაციების პოზიტიურად მოგვარება
** სისუფთავისა და წესრიგის კონტროლი
** ფულადი ოპერაციების მართვა, ყოველდღიური რეპორტის მომზადება და ხარჯების კონტროლი
** სასტუმროს პოლიტიკისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
** მენეჯერის მიერ დელეგირებული სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** თავაზიანი, სასიამოვნო და ყურადღებიანი სტუმრების მიმართ
** გამოცდილება სასტუმრო ან მომსახურების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად
** კარგი საკომუნიკაციო უნარები,
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა აუცილებელია (რუსული სასურველია)
** სტრესულ სიტუაციებში სიმშვიდის შენარჩუნების უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: hr@erespalace.ge
|
|
|
|