Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=658589&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგროალან ჯორჯია
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
იმპორტიორი და სადისტრიბუციო კომპანია "აგროალან ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება 2500 ლარიდან (გამოცდილების შესაბამისად) ფიქსირებული+ ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ძაღლისა და კატის საკვების რეალიზაციის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (აუცილებელი მოთხოვნა)
უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების ან/და მარკეტინგის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (სასურველი);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელი);

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმის შესრულება;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი და თანხის ჩარიცხვისთვის ყველა საჭირო ღონისძიების გატარება;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა და მომსახურების შეთავაზება;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
** კლიენტებთან/მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა, მათ საჭიროებებზე რეაგირება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** არსებული კლიენტების პროდუქციით უზრუნველყოფა და ასორტიმენტის გაფართოება;
** პროდუქციის ნაშთების პროგრამული გადამოწმება;
** შესრულებული დავალებების შესახებ ანგარიშების მომზადება და წარდგენა მენეჯმენტისთვის;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტო სურათით (CV) ელექტრონულ მისამართზე: operation@agroalangeorgia.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება: 574 800777.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია