Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=658386&print=yes&view=jobs
 
იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახ. სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახ. სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 აგვისტო
სსიპ - "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის" იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე.
2. ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება
750 (შვიდასორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ- კვირის გარდა.

კონკურსანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება - კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრიატის სტუდენტი ან შესაბამისი ბაკალავრის ხარისხის მქონე;
** სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
** "იურიდიული ფაკულტეტის დებულება"
** თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

** ხელმძღვანელის დავალებით მოახდინოს ტექნიკის მიზნობრივი განაწილება, აღწერა და აქტებით შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის ქვეშ დამაგრება;;
** მოაწყოს აუდიტორიები სასწავლო პროცესის გამართული მუშაობისათვის, კორპუსის ადმინისტრატორსა და რესურსების მართვის სამსახურის უფროსთან ერთად;
** ტექნიკური ორგანიზება გაუწიოს სესიების, კონფერენციების, ყრილობების, სემინარების და სხვა სამუშაო შეხვედრებს;
** მოამზადოს და წარადგინოს სამსახურის უფროსთან ყოველწლიური შესასყიდი ინვენტარის (კომპიუტერული ტექნიკა, პერიფერიული მოწყობილობები) ნუსხა.
** აღწეროს და მოახდინოს კოდირება და შესაბამის ადგილებში განათავსოს შესყიდული ინვენტარი (კომპიუტერული ტექნიკა, პერიფერიული მოწყობილობები);
** დროულად და ხარისხიანად შეასრულოს სამსახურის უფროსის დავალებები;
** უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელის ადმინისტრირება;
** ფაკულტეტის ელექტრონული ფოსტის (law.tsu.ge; info.tsu.ge) ადმინისტრირება;
** კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 18 აგვისტოდან 2025 წლის 22 აგვისტოს ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - "იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტი პოზიცია".

ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - https://www.tsu.ge-ზე და ინტერნეტ სივრცეში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია