Робота для біженців з України
აკუმულატორის მექანიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკუმულატორის მექანიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 15 აგვისტო / ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში აკუმულატორის მექანიკოსის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** აკუმულატორების ადგილზე მიტანისა და მონტაჟის პროცესში ჩართულობა.
** დეფექტაცია და ხარჯთაღრიცხვის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
დამატებითი სამუშაოების საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება - პრობლემის ტიპი, მისით გამოწვეული რისკები, საჭირო ნაწილები და მათი ფასი, შესაკეთებელი სამუშაოების ხანგრძლივობა და ა.შ.
** შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო მასალების ადგილობრივი შესყიდვის კოორდინაცია - განაცხადის ფორმირება და შესყიდვების განყოფილებისთვის გადაცემა;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** რამდენიმე ამოცანის ერთდროულად შესრულების უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია ავტოსფეროში სერვისის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ამავე ან მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების ცოდნა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1897

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე