Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=658204&print=yes&view=jobs
 
საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოპერაციო რისკების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: თეგეტა ლიზინგი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის, "თეგეტა ლიზინგის" გუნდში ვეძებთ საოპერაციო რისკების ანალიტიკოსს.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** სალიზინგო ოპერაციებთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და კონტროლი;
** პროექტების დოკუმენტაციის, კონტრაქტებისა და არქივაციის მართვა;
** ვადაგადაცილებული შემთხვევებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის პროცესების მართვა;
** აქტივების რეგისტრაციის, დაზღვევის და მდგომარეობის მონიტორინგის კოორდინაცია;
** სალიზინგო პროგრამული სისტემების დანერგვაში მონაწილეობა და ციფრული კონტროლი;
** რისკების შემცირებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ანალიტიკური აზროვნება და სისტემური მიდგომა;
** რისკებზე ორიენტირებული ხედვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პროცესების სტრუქტურირებისა და გაუმჯობესების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია;

თუ აკმაყოფილებ შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსური, ეკონომიკური ან ბიზნეს მიმართულებით);
** საოპერაციო ან რისკების მართვის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი;
** პროფესიული განვითარება და კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** კორპორაციული ფასდაკლებები და შეთავაზებები;
** ტრენინგები და სასწავლო პროგრამები;

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1895

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია