Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=658158&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Merlons
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
"Merlons"-ის საქმიანობა ეფუძნება ინტერიერის და ექსტერიერის მოსაპირკეთებელი მასალებისა და საყოფაცხოვრებო ავეჯის იმპორტსა და საცალო-კორპორატიულ რეალიზაციას საქართველოში. ჩვენი მისიაა ვიყოთ გამორჩეულად სანდო, მეგობრული და კომპეტენტური კომპანია საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის მოსახდენად.

ამჯერად, ვეძებთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს

ეს არის შესაძლებლობა შემოუერთდეთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს და ხელი შეუწყოთ წამყვანი ბრენდის წარმატებას სახლის ინტერიერის ინდუსტრიაში.

ადგილმდებარეობა: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის 142
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00-მდე (დასვენება შაბათი-კვირა)
ანაზღაურება: 2500-5000 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტების მოძიება საოფისე და სასტუმროს მიმართულებით
** ინტერიერის მოსაპირკეთებელი პროდუქციის შესწავლა
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა
** გაყიდვების ანალიზი და რეპორტინგი
** არსებული მომხმარებლების ბაზის მართვა
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება და პროდუქციის შეთავაზება
** პრეზენტაციების მომზადება საჭიროებისამებრ
** შეკვეთების ორგანიზება
** იმპორტ მენეჯერებთან კომუნიკაცია
** მწარმოებლებთან კომუნიკაცია ტექნიკური საკითხების გასარკვევად
** პროდუქციის მიწოდება/ჩაბარების გრაფიკების შედგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე და ჩვენს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint);
** ინგლისურის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და ახალგაზრდულ გუნდსა და სივრცეს, სადაც თქვენი იდეა და ინიციატივა მნიშვნელოვანია;
** კარიერული დაწინაურების რეალურ შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ყველაზე კარგი შედეგების მქონე თანამშრომლების მოგზაურობისა და დასვენების დაფინანსებას;
** ყოველთვიურ თიმბილდინგსა და სახალისო აქტივობებს.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@vitra.com.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

დეტალური ინფორმაცია ბრენდის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ საიტზე - https://merlons.ge/ka/, https://www.facebook.com/Merlons.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია