დასახელება:
IT მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
|
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
"ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი" აცხადებს ვაკანსიას IT მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ერთ-ერთი ლიდერი საგანმანათლებლო ქსელია საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით აერთიანებს სამ უმსხვილეს კამპუსს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.
"პროგრესი" 2002 წელს დაარსდა და ლიცენზირებულია ორმაგი ავტორიზაციით: სახელმწიფო და ამერიკული სკოლებისა და კოლეჯების უმაღლესი საბჭოს - "College Board"-ის მიერ.
"პროგრესს" ასევე მოპოვებული აქვს ამერიკული უმაღლესი სკოლის აკრედიტაცია "Advanced, " ამერიკული სკოლების მააკრედიტირებელი ორგანოს მიერ.
ეს ყოველივე "პროგრესს" ანიჭებს ოფიციალურ უფლებამოსილებას ასწავლოს ინტეგრირებულად ორმაგი სტანდარტითა და კურიკულუმით და გასცეს ამერიკული უმაღლესი სკოლის ატესტატი/დიპლომი საქართველოში!
ამავდროულად ქართველ და უცხოელ მოსწავლეებს სკოლის პერიოდშივე აქვთ საშუალება მოემზადონ ამერიკული წინა-საუნივერსიტეტო პროგრამებისთვის და ჩააბარონ საგნობრივი AP გამოცდები, რომელიც საერთაშორისო უნივერსიტეტებში აღიარებულია კრედიტებად!
მოსწავლეთა წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, მათი მუდმივი განვითარება სწავლის პროცესში დასავლური სტანდარტების ინტეგრირებითა და ამერიკის უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობა ბრენდის მთავარი და უწყვეტი მისიაა!
დეტალური ინფორმაცია პროგრესის საქმიანობის შესახებ, იხილეთ: http://americanacademyprogress.edu.ge/
თანამდებობის დასახელება: IT მენეჯერი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას ქ.N39.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, არასრული, კვირაში 20 საათი.
ანაზღაურება: დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.
თანამდებობის მიზანი - ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის გამართული ფუნქციონირებისა და IT პროცესების სისტემის ეფექტიანობის უზრუნველყოფა, IT რისკების მართვა.
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
** სკოლაში არსებული IT ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა;
** IT ინფრასტრუქტურის მიმდინარე ფუნქციონირებისას წარმოქმნილი პრობლემების დროული გადაწყვეტა საკუთარი ან გარე ძალების დახმარებით;
** IT ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროებების დადგენა, მოთხოვნების ფორმირება და შესყიდვების პროცესში მონაწილეობა შესაბამისი მონაცემების მქონე პროდუქტის შესაძენად;
** პერიოდულად პროგრამული განვითარების საჭიროებებისა და შესაძლებლობების გამოვლენა და ცვლილებების ინიცირება;
** პროგრამული განვითარების პროცესების დროულად და ხარისხიანად წარმართვა შესაბამის პროვაიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობით;
** ქსელური ცვლილებების შესახებ სტრუქტურული ერთეულების ინფორმირება და ტრენინგების ორგანიზება;
** პროგრამული უზრუნველყოფის მიმდინარე ადმინისტრირება, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების მხრიდან IT კუთხით დახმარების საჭიროებების გამოვლენა და სათანადო მხარდაჭერა;
** ახალი თანამშრომლების დაკვალიანება, მათთვის პროგრამის სწავლება და მათი სამუშაო ადგილების ინფრასტრუქტურული მოწყობის მონიტორინგი;
** ინტერნეტ კავშირის უწყვეტად და შეუფერხებლად მოწოდებისათვის ინტერნეტ პროვაიდერთან მუშაობა;
** სკოლაში არსებული ელექტრონული ფაილების ინფორმაციის, მონაცემებისა და დოკუმენტაციის დარეზერვება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა; პერიოდულად ყველა კრიტიკული სისტემის, პროგრამული უზრუნველყოფის და ძირითადი მონაცემის სარეზერვო ასლების აღება (Backup)
IT მომსახურების პროცესში არსებული რისკების გამოვლენა და მათი მინიმიზაცია;
** საინფორმაციო ტექნოლოგიების IT რისკების მართვის რეგულაციის შემუშავების პროცესში ჩართულობა და ინიცირებების წარდგენა სისტემის ეფექტურობის ასამაღლებლად;
** დაზიანებული კომპიუტერული ტექნიკის შეკეთება ან შეკეთების საჭიროების თაობაზე წერილობითი ინფორმაციის წარდგენა;
** დისტანციური საკომუნიკაციო/სასწავლო პლატფორმების გამართული ფუნქციონირების მხარდაჭერა;
** კომპიუტერული სისტემის აღჭურვა ვირუსული დაზიანების საწინააღმდეგო პროგრამით, მათი პერიოდული განახლება;
** კომპიუტერულ სისტემაში ინფორმაციის დაცვა, მათ შორის, კონფიდენციალური და პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაციის გადინების აღკვეთის მიზნით;
** კომპიუტერული სისტემის პერიოდული ტესტირება გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** ყოველი სასწავლო წლის ბოლოს IT ინფრასტრუქტურის გამართულობის შემოწმება, შეფასება და მომდევნო სასწავლო წლის ბიუჯეტირებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით, კონკრეტული წინადადებების წარდგენა IT ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების თაობაზე.
** სკოლის თანამშრომლების, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასწავლებლის დომეინზე დაფუძნებული ელ - ფოსტების შექმნასა და საჭიროების შემთხვევაში - გაუქმება;
** თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად, სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ პროფესიული განათლება IT მიმართულებით ან ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ძალიან კარგი ცოდნა.
სამუშაო გამოცდილება:
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
აუცილებელი უნარები:
** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
** მაღალი სამუშაო აქტივობა;
** სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
** სიახლეებისა და ცვლილებების ინიცირებისა და პროფესიულ საქმიანობაში დანერგვის უნარი.
ანგარიშგება:
** შესრულებული სამუშაოს ანგარიში უშუალო უფროსთან - II და IV კვარტლებში წერილობით
** შესრულებული სამუშაოს ანგარიში (ზეპირად) გენერალურ დირექტორთან
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით მინიმუმ თვეში ერთხელ
კონკურსანტთა მიერ დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებია: 2025 წლის 12 აგვისტოდან - 12 სექტემბრამდე.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა საკუთარი რეზიუმე გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrtbilisi@schoolprogress.ge; Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "IT მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 სექტემბერი!
ორგანიზაცია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
თქვენი მონაცემები დამუშავდება და შეინახება კონფიდენციალურობის სრული დაცვით.
სკოლა "პროგრესი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|