Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=658074&print=yes&view=jobs
 
სწავლება/დასაქმება - კოშკურა ამწის მემონტაჟე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სწავლება/დასაქმება - კოშკურა ამწის მემონტაჟე
მომწოდებელი: ადლი
გამოქვეყნდა: 14 აგვისტო / ბოლო ვადა: 14 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ადლი" - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით, 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე.

კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა: კარკასული მშენებლობა, ფასადის მოწყობა, თერმო და ხმის იზოლაცია, ბრტყელი გადახურვა, მწვანე გადახურვა, არქიტექტორული მომსახურება, საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება; მშენებლობის დამცავი ბადეების მონტაჟი/დემონტაჟი.

სამშენებლო კომპანია "ადლი" -ში ვიწვევთ: მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პასუხისმგებლობიან ახალგაზრდებს, რომლებსაც სურვილი აქვთ შეისწავლონ და დასაქმდნენ მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიით, კოშკურა ამწის მემონტაჟე/მექანიკოსის პოზიციაზე:

თქვენგან მხოლოდ ვითხოვთ:

** არ გეშინოდეთ სიმაღლის, ვინაიდან ეს პროფესია მოითხოვს სიმაღლეზე მუშაობის შესაძლებლობას;
** არ უნდა გქონდეთ რაიმე მავნე ნივთიერებისკენ მიდრეკილება, რადგან ამ პროფესიას სიფხიზლე განსაკუთრებით ჭირდება;
** ექვსი კვირის განმავლობაში, დაგვითმოთ კვირაში სამი დღე, სულ რაღაც დღეში 2/3 საათი და გაიაროთ აუდიტორიაში თეორიული, ხოლო ველზე პრაქტიკული სწავლება;
** ყურადღებით მოისმინოთ ტრენინგი, რათა ექვს კვირაში შეძლოთ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული გამოცდა/ტესტირების გავლა;
** გქონდეთ მზაობა, სწავლების წარმატებით დასრულების შემდგომ დასაქმდეთ ჩვენი კომპანიის კოშკურა ამწის დეპარტამენტში.

ჩვენ კი გპირდებით, რომ მიიღებთ რეალურ ცოდნას და წარმატებული სწავლების შემდგომ დაგასაქმებთ შეძენილი, ახალი პროფესიით, სტაბილური და მაღალი ანაზღაურებით! მეტიც, ტრანსპორტირებაზე დახარჯულ თანხასაც კი აგინაზღაურებთ ფიქსირებული 600.00 ლარის ოდენობით. განიხილება სრული სამუშაო განაკვეთით პრაქტიკული სწავლება/დასაქმებაც, განსხვავებული/მაღალი ანაზღაურებით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge და სათაურის ველში მიუთითოთ "სწავლება - კოშკურა ამწის მემონტაჟე/მექანიკოსი".

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 14 სექტემბერი, 2025 წ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.adli.ge/ka
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია