Робота для біженців з України
სივრცის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სივრცის მენეჯერი
მომწოდებელი: Tsre Coworking
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
სოციალური საერთო სამუშაო სივრცე "წრე" აცხადებს ვაკანსიას სოციალური სამუშაო სივრცის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვართ მცირე coworking სივრცე თბილისში, ვერაზე და ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, რომელშიც ჩვენი წევრები პროდუქტიულები იქნებიან და ექნებათ სოციალიზაციის საშუალება.

თქვენი მთავარი ამოცანა იქნება სამუშაო სივრცის ყოველდღიური მენეჯმენტი და სოციალური გარემოს ჩამოყალიბება, სადაც წევრებს ექნებათ შესაძლებლობა ერთმანეთს გაიცნონ, დამეგობრდნენ და ერთად ისიამოვნონ სამუშაო პროცესით

ძირითადი მოვალეობები:

** სივრცის მოვლა და ზედამხედველობა (სივრცის მილაგება, ყავის მომზადება, მცენარეების მოვლა და ა.შ.)
** სოციალური აქტივობების დაგეგმვა და ჩატარება (ლანჩები, მცირე ივენთები, ლაშქრობები და ა.შ.)
** მსურველთათვის სივრცის ტურის ჩატარება
** მარაგების მართვა (ყავა, სასმელები/სნექსები, საოფისე მასალები) და მომწოდებლებთან კოორდინაცია
** კითხვების ან ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში წევრთა დახმარებაა

მოთხოვნილებები:

** ინგლისურის ენის თავისუფლად სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** ექსტროვერტულობა
** თვითორგანიზირებულობა
** საკუთარი ლეპტოპის ქონა

სასურველია, მაგრამ არა აუცილებელი

** ბიზნეს / IT მიმართულების სტუდენტობა
** ინტერესი სფეშელთი ყავაში
** რუსული საუბრის გაგების უნარი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი ფიქსირებული გრაფიკი სივრცის მოსაწესრიგებლად და პოტენციურ წევრთა დასახვედრად + მოქნილი დრო სოციალური აქტივობებისთვის (ჯამში კვირაში 20 საათამდე - ნახევარი განაკვეთი).

ჩვენი შეთავაზება:

** ანაზღაურება: 500 ლარი ხელზე ასაღები, net salary. ანუ 625ლ gross.
** სტუდენტზე მორგებული გრაფიკი
** კრეატიულობის გამოვლენის საშუალებას და თქვენი იდეების პატივისცემას
** 1 კვირიანი სრულად ანაზღაურებადი ტრენინგი / 2 კვირიანი გამოსაცდელი ვადა

მეტი ინფორმაცია ჩვენი სივრცის შესახებ იხილეთ ჩვენს ვებსაიტზე: https://tsre.co ან ჩვენს ინსტაგრამ გვერდზე - @tsre.co

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ინგლისურ ენაზე სათაურით "Coworking Space Manager" მეილზე: hey@tsre.co

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე