დასახელება:
კომპანიის ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ენერგო-პრო ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
|
კომპანია: სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსია რეგულირების დეპარტამენტის, მონიტორინგის და სემეკში კომპანიის ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტი.
სამუშაო ადგილი: თბილისი
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2 სექტემბერი, 2025 წ.
სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი" აცხადებს კონკურსს რეგულირების დეპარტამენტის მონიტორინგის და სემეკში კომპანიის ინტერესების დაცვის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.
მოვალეობები და ვალდებულებები:
** კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტების ინტერესების წარდგენა და დაცვა სემეკში.
** რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით კომპანიის და მისი კლიენტებისთვის შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება.
** სემეკის წერილობითი პრეტენზიების/საჩივრების/განცხადებების პასუხად კომპანიის კლიენტებისთვის წერილობითი კორესპონდენციის მომზადება და დადგენილ ვადაში გაგზავნა.
** კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული და სემეკის მიერ მოთხოვნილი ანგარიშების მომზადება და დადგენილ ვადებში სემეკში გაგზავნა.
** დეპარტამენტის საკანცელარიო საქმიანობის განხორციელება.
** ნორმატიული აქტებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების თარგმნა ქართულიდან ინგლისურ ენაზე და პირიქით.
** კომპანიის წესდებით, რეგულირების დეპარტამენტის დებულებით, სხვადასხვა სახის მმართველობითი დოკუმენტებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება.
** კომპანიის ან/და კომპანიის კლიენტებისთვის სემეკის მიერ დაკისრებული ვალდებულებების მონიტორინგი და მათ პროგრამებში მუშაობა.
მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხის მქონე პირს).
** ადმინისტრაციული სამართლის კარგად ცოდნა.
** არანაკლებ 6-თვიანი (სტაჟირების ჩათვლით) პრაქტიკული გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება პროფესიის შესაბამისად ენერგეტიკულ კომპანიაში ნამუშევარ ან სტაჟირება გავლილ პირს).
** ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.
** დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება (წერილები, სამართლებრივი დასკვნები, ნორმატიული აქტების პროექტები, ანგარიშები და სხვა სახის დოკუმენტაცია).
** უპირატესობა მიენიჭება ენერგეტიკული კანონმდებლობის მცოდნე პირს.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (მათ შორის, Excel და PowerPoint) კარგად ცოდნა.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** კრიტიკული აზროვნების უნარი.
** დროის მართვა და ორგანიზებულობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.
** კომუნიკაბელურობა.
პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@energo-pro.ge ან შეავსონ განაცხადი შემდეგ მისამართზე: http://jobs.energo-pro.ge/onlinejobs/#/ 2025 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მოხდება განაცხადის განხილვა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ, კვალიფიციურ კანდიდატებთან.
|
|
|
|