Робота для біженців з України
მომხმარებელთა გამოცდილების მართვის უმცროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა გამოცდილების მართვის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა რითეილი
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო / ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 29 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, თეგეტა ჰოლდინგის შვილობილი კომპანიის "თეგეტა რითეილის" გუნდში მომხმარებელთა გამოცდილების მართვის უმცროსი სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** ფრონტის ხაზის თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაკვირვება (თბილისსა და რეგიონებში);
** წინასწარ შემუშავებული ფორმის მიხედვით თოთოეული თანამშრომლის შეფასება (თბილისსა და რეგიონებში);
** ინდივიდუალური უკუკავშირის მიცემა ფრონტის ხაზის თანამშრომლისთვის წინასწარ შეთანხმებული ინსტრუქციის მიხედვით (თბილისსა და რეგიონებში);
** ყოველკვირეული რეპორტის წარმოება;
** სიახლეებისა და იდეების ინიცირება;

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** გაქვს უმაღლესი განათლება;
** ფლობ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** გაქვს ამავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=1789

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე