დასახელება:
იურისტი
|
მომწოდებელი:
საავტომობილო კომპანია
|
გამოქვეყნდა: 12 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 12 სექტემბერი
|
კომპანია აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (სასურველია რუსულიც)
ძირითადი მოვალეობები:
** სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტების - წესდების, დებულებების, აქტების, წესების, ხელშეკრულებების შექმნა/რედაქტირება და მათი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების მომზადება/ შედგენა;
** კომპანიის მიმდინარე საქმიანობაში წარმოშობილი სამართლებრივი ხასიათის პრობლემის შესწავლა, მათი დროული და კვალიფიციური გადაწყვეტა;
** საკანონმდებლო ცვლილებების მონიტორინგი და ცვლილებების შესახებ ხელმძღვანელისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** კომპანიის წარმოდგენა და მისი ინტერესების დაცვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოებში.
** საქმის დამოუკიდებლად ორგანიზება და შესაბამისი ანგარიშვალდებულება უშუალო ხელმძღვანელთან;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის (სისხლის სამართლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი) ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ფლობა;
სამუშაოს გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი);
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა;
სამუშაო საათები: 10:00-18:00
ლოკაცია: თბილისი
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: xg.salesmanager@matemotors.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - იურისტი.
|
|
|
|