Робота для біженців з України
ინჟინერი - წარმოება - მცხეთა, სოფ. ქსანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი - წარმოება
მომწოდებელი: მინა
გამოქვეყნდა: 11 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
"შიშეჯამი" თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამრეწველო საწარმოა, რომლის კორპორაციული ისტორია 85 წელზე მეტს მოიცავს. დღესდღეობით ის მსოფლიოში წამყვანი მინის მწარმოებელია, რომელსაც წარმოება 14 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე აქვს და დასაქმებული ჰყავს დაახლოებით 22, 000 ადამიანი. Şişecam-ის პროდუქცია იყიდება 150-ზე მეტ ქვეყანაში. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ https://www.sisecam.com/en

სს "მინა", რომელიც საქართველოში ერთადერთი მინის შეფუთვის მწარმოებელია, 1998 წლიდან Şişecam-ის ნაწილია.

სს "მინა" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის (წარმოება) პოზიციაზე.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. მცხეთა, სოფ. ქსანი (თბილისიდან 35 კმ). ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00-17:00
** შესვენება: 12:00-13:00 (კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ)

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** დეპარტამენტის ხელმძღვანელის მხარდაჭერა გუნდის მართვაში. მოკლევადიანი სამუშაო გრაფიკების განსაზღვრა გუნდის წევრებისთვის, დადგენილი ვადების დაცვით.
** მანქანებისა და სისტემების მართვა, პროცესების რეგულირება ხარისხისა და პროდუქტიულობის ოპტიმიზაციის მიზნით.
** შიდა საკომუნიკაციო სისტემის გამოყენება კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად.
** ნახაზების შედგენა და წაკითხვა, სტანდარტების ცოდნა.

კომპეტენციები:

** ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად.
** MS Office პროგრამების ცოდნა: Microsoft PowerPoint და Excel. SAP-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა.
** კარგი კომუნიკაციის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: ngagadze@sisecam.com და თემის ველში მიუთითეთ "Engineer".

ვადა: 01.09.2025
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე