დასახელება:
სანტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
მეხანძრე.ge
|
გამოქვეყნდა: 07 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 07 სექტემბერი
|
"მეხანძრე.ge" გახლავთ მაღალკვალიფიციური პროფესიონალების გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ხარისხზე და საიმედოობაზე.
კომპანია მუშაობს მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებითა და საშუალებებით. სახანძრო უსაფრთხოება ის სფეროა, სადაც დაუშვებელია უხარისხო ან დაბალი სტანდარტის აღჭურვილობის და მომსახურების მიწოდება, რაც სამწუხაროდ ხშირად გვხდება ქართულ ბაზარზე.
კომპანია შეიქმნა 2017 წელს, თუმცა, ჩვენი გუნდის წევრებს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ ამ სფეროში მუშაობის. კომპანია ასრულებს ნებისმიერი სირთულისა და დანიშნულების პროექტებს, რაც მოიცავს პროექტის ექსპერტიზას და რეკომენდაციებს, საინჟინრო გადაწყვეტილებებს და პროექტირებას, საევაკუაციო გეგმებს, ხანძრის აღმოჩენის, განგაშის, ქრობის და დამხმარე სისტემების მონტაჟსა და მომსახურებას, უმაღლესი ხარიხის ცეცხლმაქრების დისტრიბუციას, ინსპექტირებას და მომსახურებას.
"მეხანძრის" პარტნიორები არიან ევროპის წამყვანი სახანძრო აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიები Mobiak S.A. და Olympia Electronics S.A., რომელთა ექსკლუზიური წარმომადგენელი და დისტრიბუტორია "მეხანძრე.ge".
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სანტექნიკოსის პოზიციაზე.
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი 10:00-18:00;
** ანაზღაურება 2000-2500 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** სახანძრო მილების მონტაჟი;
** პრობლემების დიაგნოსტიკა: წყალმომარაგების პრობლემების (ჩახერგვა, დაბალი წნევა და სხვ.);
** სწრაფი რეაგირება საგანგებო სიტუაციებზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ზეგავლენა;
** კანონმდებლობის დაცვა: ყველა სამუშაოს უსაფრთხოების ნორმებისა და შენობა-ნაგებობის კოდექსის დაცვით შესრულება;
** უსაფრთხოების ცოდნა: მაღალი ხარისხის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა და უსაფრთხოების წესების მკაცრი შესრულება;
** ლოკალური ხანძარქრობის სისტემების პროექტირება და ექსპლუატაციაში გაშვება;
** ელექტრონული დანადგარების გამოყენება/ექსპლუატაცია.
საკონტაქტო ელფოსტა: info@mekhanzre.ge
|
|
|
|