Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=655474&print=yes&view=jobs
 
ყასაბი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: კაფე სტამბა
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"Café Stamba" აცხადებს ვაკანსიას ყასაბის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას N14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** მიღებული პროდუქციის ხარისხისა და ვარგისიანობის შემოწმების პროცესზე ზედამხედველობა;
** ხორცისა და სხვა დასამუშავებელი პროდუქტის მომზადება სტანდარტების სრული დაცვით;
** პროდუქციის საჭირო რაოდენობის სწორად განსაზღვრა და შეკვეთის დაგეგმარება;
** პროდუქტის სწორად შენახვა და სტიკერების მონიტორინგი (ტემპერატურა/ვარგისიანობა);
** ახალ თანამშრომლებთან გამოცდილების გაზიარება და მათი დატრენინგება;
** HACCP სისტემაში აქტიური მონაწილეობა და დოკუმენტაციის შევსება;
** ინვენტარის გამართულად მუშაობის მონიტორინგი და ხარვეზების შეტყობინება;
** მარაგების ოპტიმალური მოხმარების კონტროლი და ყოველთვიური ინვენტარიზაცია.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას და კომპანიის ობიექტებზე კორპორატიულ ფასდაკლებას;
** ღამის ცვლებში ტრანსპორტირებას;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა " მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/pTTiIfNGg4
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია