Робота для біженців з України
სამზარეულოს ადმინისტრაციული კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამზარეულოს ადმინისტრაციული კოორდინატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სტამბა
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
სასტუმრო "Stamba" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს ადმინისტრაციული კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, კოსტავას 14
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** აღმასრულებელი შეფ-მზარეულის ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია;
** მენიუს ფასების ანალიზი და პრეზენტაბელური მენიუების მომზადება;
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** მომწოდებლების კონტრაქტების მომზადება და მონიტორინგი;
** დეპარტამენტის სტანდარტული პროცედურების შექმნა და განახლება;
** ახალი თანამშრომლების სასტუმროს გაცნობა და ინფორმირება;
** ტრეინინგების დაგეგმარება და განხორციელება;
** ინვენტარის მდგომარეობის კონტროლი.

საჭირო უნარები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** დაზღვევას;
** კვებას;
** კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
** მრავალფეროვან, ინკლუზიურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

კომპანია იზიარებს გაეროს იდეალებს ადამიანის უფლებების, შრომითი უფლებებისა და ანტიკორუფციული თუ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "აჭარა ჯგუფმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/OnLigbZXvZ
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე