Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=655461&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: SHAMANI
გამოქვეყნდა: 05 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"SHAMANI Biohacking Georgia" (https://www.shamani.pro/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბიოჰაკინგის (ბუნებრივი დანამატების დახმარებით, ორგანიზმის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაზრდა) მიმართულებით.

თუ თქვენ ეძებთ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ შესაძლებლობას, რომ შემოუერთდეთ თანამოაზრეთა გუნდს, რომლებიც ისწრაფვიან სამყაროს უკეთ შეცნობისკენ, განვითარებისკენ და ეხმარებიან სხვა ადამიანებს გახდნენ უკეთესები, მაშინ SHAMANI-ის ვაკანსია შენთვისაა!

ჩვენ ვეძებთ არა უბრალო თანამშრომელს არამედ სულიერად ახლო მეგზურს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფასეულობებს და გახდება "SHAMANI"-ის მეგობრული ოჯახის ნაწილი!

ლოკაცია: ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8-საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 999-2000 ლარი + გაყიდულის %.

რა გევალება:

** მომხმარებელთა კონსულტირება სასურსათო დანამატებისა და ბიოჰაკინგის მიმართულებით;
** მომხმარებელთა კონსულტირება ტელეფონითა და ციფრული პლატფორმების საშუალებით;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა;
** მუშაობა CRM სისტემაში;
** აქტიური ურთიერთობის მხარდაჭერა გუნდთან.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** თავდაჯერებული კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი.

რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:

** ახლის შეცნობის და განვითარების გულწრფელი სურვილი;
** ენერგიულობა და პოზიტიური შეხედულება ცხოვრებაზე;
** პასუხისმგებლობა და ჩართულობა;
** ემპათიურობა და დახმარების გულწრფელი სურვილი.

პრიორიტეტულად განიხილება კანდიდატები:

** ფსიქოლოგები;
** ნუტრიციოლოგები;
** ქოუჩები.

გთხოვთ გაეცნოთ "SHAMANI"-ს ღირებულებებს (https://www.shamani.pro/manifest) და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ შეგეფერებათ თუ არა ეს ღირებულებები და გამოგვიგზავნოთ მეილზე CV: info@shamani.pro

ერთად შევქმნათ ერთიანი, მაღალვიბრაციული, ჯანსაღი საზოგადოება!

ჩვენ შენ დიდი ხანია გეძებთ!

მიჰყევი შინაგან ხმას...

https://www.shamani.pro
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია