Робота для біженців з України
დისტრიბუციის ვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუციის ვაიზერი
მომწოდებელი: რენეკო
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
"რენეკო" წარმოადგენს აგრო ინდუსტრიის სფეროში ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას, რომლის ისტორია დაიწყო მსოფლიო მასშტაბით გამორჩეული მწარმოებლებისა და განსაკუთრებული მეურნეობების აღმოჩენით, სადაც შემონახულია რეგიონისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ენდემური ჯიშები და უნიკალური სახეობები. აღნიშნული აღმოჩენების გაერთიანებით კომპანიამ შექმნა ორგანიზებული ჰაბი, რომელმაც აქტუალური გახადა ისტორიული საკვები კულტურები და გარდაქმნა პროგრესულ ბრენდებად.

კომპანიის ლოჯისტიკური სისტემა მოიცავს გამართულ სასაწყობე და მოქნილ სადისტრიბუციო ინფრასტრუქტურას, რომელიც ქვეყნის ყველა ქსელურ სუპერმარკეტს უზრუნველყოფს გამართული მომსახურებებით. ხოლო მომხმარებლებისათვის შექმნილია გამორჩეული ჰოლისტიკური გამოცდილება, სადაც თავმოყრილია ჰიგიენური სტანდარტები, ვიზუალური რეპრეზენტაცია, თანამედროვე სერვისი და მარკეტინგული კომუნიკაცია.

ბრენდები: აგროფაი, სოლარისი, გრანინი, ხომლი, ბასკინ რობინსი, ჩემი მარაგი, შენი კალათი.
პარტნიორები: აგროჰაბი, გუდვილი, კარფური, ნიკორა, ფრესკო, უნივერსამი, სპარი, ევროპროდუქტი, ვეი მარტი, ზღაპარი, მაგნიტი, მადაგონი, ორი ნაბიჯი, ჯიბე, პსპ, ავერსი და სხვა.
(დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: https://www.facebook.com/reneco/)

კომპანია "რენეკო" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ვაიზერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** მიწოდების პროცესის სრული ციკლის ორგანიზება, კოორდინაცია და ზედამხედველობა განსაზღვრულ ტერიტორიაზე;
** ყოველდღიური დავალებების სწორად გადანაწილება მიწოდების თანამშრომლებს შორის მათი შესაძლებლობებისა და გეგმის გათვალისწინებით;
** მარშრუტების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია საწვავის და დროის ეფექტური გამოყენების მიზნით;
** შეკვეთების გრაფიკისა და მიწოდების პროცესის მუდმივი მონიტორინგი დაგეგმილ ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად;
** დაკარგული, დაზიანებული ან არასწორად მიწოდებული პროდუქციის საკითხების მართვა და პრევენციული ღონისძიებების გატარება;
** ავტოპარკისა და ტექნიკური რესურსების მართვა, გადმოტვირთვა/დატვირთვის პროცესების კონტროლი;
** მარაგების კონტროლი და შენახვის პროცესის კოორდინაცია გაცემების სიზუსტის უზრუნველყოფით;
** დაქვემდებარებული გუნდის საქმიანობის მართვა, შეფასება და მოტივაცია;
** ახალი თანამშრომლების ან ძველი გუნდის გადამზადება, საჭიროების შემთხვევაში ტრენინგების ორგანიზება;
** ეფექტური კომუნიკაცია გაყიდვების გუნდთან და სხვა შიდა დეპარტამენტებთან ოპერაციული პროცესების გამართულად წარმართვისთვის;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის - მიწოდების შესრულება, მარშრუტების ანალიზი, დანაკარგები, ეფექტიანობა და სხვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მიწოდების/ლოგისტიკის სფეროში ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** გუნდის მართვის და პროცესების კოორდინაციის გამოცდილება;
** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვის, ოპტიმიზაციის და ანალიტიკის უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Excel - აუცილებელია; სასურველია - ERP/დისტრიბუციის პროგრამები);
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (სავალდებულოა);
** პასუხისმგებლობის გრძნობა, დროის მართვისა და გუნდთან თანამშრომლობის უნარი;
** კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მართვის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა - სიზუსტე, სანდოობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა - სისტემური და სწორად სტრუქტურირებული სამუშაო მიდგომა;
** ლიდერული უნარ-ჩვევები - გუნდის მართვის, მოტივაციისა და ინსპირაციის უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი - კრიტიკულ და არაპროგნოზირებად სიტუაციებში მყისიერი და ეფექტური რეაგირება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი - გამძლეობა და მტკიცე გადაწყვეტილებების მიღება დატვირთულ სამუშაო პირობებში;
** კომუნიკაციის ძლიერი უნარი - როგორც გუნდთან, ასევე სხვადასხვა შიდა და გარე მხარესთან ეფექტური ურთიერთობის შენარჩუნება;
** ინიციატივიანობა - პროცესების გაუმჯობესებისკენ სწრაფვა და ახალი იდეების შეთავაზება;
** დროის მართვის უნარი - მრავალამოცანიან გარემოში ეფექტური პრიორიტეტიზაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი - კოლაბორაციულ გარემოში წარმატებით მუშაობა და

სამუშაო პირობები:

** ლოკაცია: მოსკოვის გამზირი;
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი - ნახევარი სამუშაო დღე);
** სამუშაო საათები: 09:00-18:00;
** ანაზღაურება: 3000 ლარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@reneco.ge. "სათაურის" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს). მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადის. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ) საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ანდა განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: Vacancy@reneco.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე