Робота для біженців з України
პირადი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პირადი ასისტენტი
მომწოდებელი: ფიზიკური პირი
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
ვაკანსია: პირადი ასისტენტი

ვეძებთ ცნობისმოყვარე გამომძიებელს.

თუ სიამოვნებას გგვრით ინფორმაციის "მიწიდან ამოთხრა", რთული თემების ჩაღრმავება და ექსპერიმენტულ იდეებზე ფიქრი, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

ამოცანა:

დამსაქმებელი არის ფიზიკური პირი, რომლის ოჯახის წევრს დაუდგინდა მოტორული ნეირონების დაავადება (ALS). მას სჭირდება დახმარება ინფორმაციის მოძიებასა და მკურნალობის შესაძლო გზების აღმოჩენაში.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით (სამეცნიერო სტატიები, ბლოგები, ფორუმები, პაციენტების გამოცდილება და სხვა წყაროები)
** თერაპიისა და მკურნალობის ყველა შესაძლო გზის კვლევა - ტრადიციული, ალტერნატიული, მცენარეული და ექსპერიმენტული
** კლინიკებთან კომუნიკაცია მკურნალობის დეტალების გასარკვევად
** შედეგების სტრუქტურირება და მოკლე ანგარიშების მომზადება
** კვირაში 2-ჯერ მონაწილეობა ონლაინ ზარებში (თბილისის დროით 17:00 -19:00 შუალედში ან შაბათ-კვირას შეთანხმებით)

მოთხოვნები:

** რეალური ინტერესი კვლევისადმი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი და კრეატიული მიდგომა
** ინგლისური ენის ცოდნა
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება

სამუშაო ფორმატი: დისტანციური, მოქნილი განრიგით

ანაზღაურება: ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატზე და მის უნარებზე.

დაინტერესდი?

გამომიგზავნე მოკლე წერილი 2-3 წინადადებით, რომელიც პასუხობს ორ კითხვას:

რატომ დაინტერესდი ამ ვაკანსიით? და რატომ უნდა აგარჩიო შენ?

საკონტაქტო: m. kikaleishvili@gmail.com (მარი)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე