დასახელება:
ნარჩენების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
GM Pharma
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
"GM Pharmaceuticals" წარმოადგენს 25 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები იწარმოება როგორც საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ მაღალტექნოლოგიურ საწარმოში, ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნების (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) ქარხნებში.
8 ქვეყანაში, 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით წარმოდგენილი GM Pharmaceuticals, არის კომპანია, სადაც ინოვაცია ერწყმის ადამიანურ პოტენციალს, რათა 12 მილიონზე მეტი მომხმარებლის ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისკენ.
"GM Pharmaceuticals" აცხადებს ვაკანსიას ნარჩენების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
ძირითადი მოვალეობები:
** კანონმდებლობისა და კომპანიაში მოქმედი პროცედურის შესაბამისად, ნარჩენების მართვის პროცესში ჩართულობა;
** ნარჩენების შეგროვების მიზნით, კომპანიის ტერიტორიის შემოვლა, პერიმეტრის მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება დადგენილი პერიოდულობით;
** როგორც კომპანიის პერიმეტრზე, ასევე სხვადასხვა განყოფილებიდან შეგროვებული ნარჩენების აწონვა/აღრიცხვა და სატრანსპორტო საშუალებებში დატვირთვის უზრუნველყოფა დადგენილი წესის შესაბამისად;
** კომპანიაში დერატიზაცია-დეზინსექციის სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად დერატიზაცია-დეზინსექციის სამუშაოების (გეგმიური, არაგეგმიური) ჩატარება და მათი აღრიცხვა;
** კონტრაქტორი კომპანიების მიერ მავნებლების კონტროლთან დაკავშირებით გაცემული რჩევა/რეკომენდაციების შესრულება;
** დერატიზაცია-დეზინსექციის პროცედურის დოკუმენტაციის მართვა;
** ობიექტზე განთავსებული საშუალებების პერიოდული მონიტორინგი შიდა პროცედურების შესაბამისად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო/პროფესიული განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
აუცილებელი უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდში მუშობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამსახურს;
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2025 წლის 04 სექტემბრისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
ამასთან, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, არაუმეტეს 6 თვის განმავლობაში. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hcm@gmpgeo.com
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები
|
|
|
|