დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კონტემპო
|
გამოქვეყნდა: 04 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
|
ავეჯის შოურუმი "კონტემპო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
შპს "კონტემპო" არის საერთაშორისო ბრენდი Kave Home-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში. ჩვენს შოურუმში, რომელიც მდებარეობს მარშალ გელოვანის გამზირზე და მოიცავს ოთხ სართულს, წარმოდგენილია Kave Home-ბრენდის მრავალფეროვანი პროდუქცია: შიდა და გარე ავეჯი, განათება, ტექსტილი, დეკორი და აქსესუარები.
ჩვენ გვჭირდება ენერგიული, კომუნიკაბელური, განვითარებაზე ორიენტირებული და გუნდურობის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ვპირდებით კომფორტულ სამუშაო გარემოს.
ანაზღაურება
** ფიქსირებული ხელზე ასაღები - 1500-1700 ლარი
** დამატებით მზარდი ბონუსი გაყიდვებიდან
** საშუალოდ ხელზე ასაღები - 3000+ ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი
სამუშაო დღე: კვირაში 4 სამუშაო დღე
სამუშაო დრო: 10:00-20:00
ძირითადი ფუნქციები:
** მომხმარებლისთვის მაღალი ხარისხის მომსახურებისა და ამომწურავი კონსულტაციის გაწევა;
** ბრენდის და მისი პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა;
** პროდუქციის მდგომარეობისა და ფასების სისწორის მუდმივი კონტროლი;
** მაღაზიის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი და შენარჩუნება;
** პროდუქციის რეალიზაცია მომხმარებელზე და შესაბამისი დოკუმენტაციის კურირება;
** მომხმარებლის ქცევის და პრეფერენციების შესწავლა და ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** ბრენდის საკომუნიკაციო ენის და სტანდარტების დაცვა;
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი);
** გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა; ავეჯის, ინტერიერის ან მსგავსი ტიპის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისურ ენაზე თავისუფლად კომუნიკაცია, როგორც წერითი, ასევე ზეპირსიტყვიერი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე
პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
დაინტერესების შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებთ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნების ყველა კრიტერიუმს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: info@contempo.ge
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|