დასახელება:
დატა ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
ფუდსერვისი
|
გამოქვეყნდა: 02 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 02 სექტემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი", წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის მწარმოებლების წამყვან ბრენდებს საქართველოში. "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების DANONE-ის, ROSHEN-ის, MILLA-ს, SADIA-ას და ასევე საკუთარი ბრენდის SUPREMO-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
"ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას დატა ანალიტიკოსის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 სთ - 17:00 სთ
ძირითადი მოვალეობები:
** Excel-ის ფაილების დამუშავება;
** გეგმების განაწილება სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით;
** Power BI რეპორტებიდან მონაცემების ექსპორტი და სასურველ ფორმატში გაზიარება სხვადასხვა მომხმარებლებთან;
** ერთჯერადი მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი ანალიზის მომზადება.
Power BI:
** არსებული რეპორტების განახლების უზრუნველყოფა;
** რეპორტების მოდიფიკაცია მომხმარებლის მოთხოვნების მიხედვით;
** ახალი რეპორტების შექმნა და განვითარება.
ზოგადი მოვალეობები:
** მონაცემების სიზუსტის და სრულყოფილების უზრუნველყოფა;
** ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და დროულად მიწოდება;
** გუნდთან და სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია;
** მიმდინარე პროცესების გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია, უმაღლესი მათემატიკის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მონაცემებთან მუშაობის უნარი და მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** Power BI ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია, Excel-ის სრულყოფილად ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება.
პიროვნული თვისებები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ თქვენი მონაცემები მითითებულ ბმულზე: https://foodservice.selfrecruit.ge/s/SjPY
|
|
|
|